როგორც Sun იუწყება, “მანჩესტერ იუნაიტედის” ჰოლანდიელი ფეხბურთელის რობინ ვან პერსის შეძენით სტამბოლის “გალათასარაი” დაინტერესდა. ჰოლანდიელის სატრანსფერო თანხად 34 მილიონი გირვანქა სახელდება.
გავრცელებული ინფორმაციით სეზონის დასრულების შემდეგ 31 წლის მოთამაშე ინგლისურ კლუბს დატოვებს. ვან პერსი 2012 წელს “არსენალიდან” გადავიდა “მანჩესტერ იუნაიტედში,” როდესაც გუნდს სერ ალექს ფერგიუსონი წვრთნიდა.
მიმდინარე სეზონში ვან პერსიმ ინგლისის პრემიერლიგის 24 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 10 გოლი გაიტანა.