“სან ანტონიოს” ფორვარდი ტიმ დანკანი ნბა-ს პლეი ოფის ისტორიაში მეხუთე კალათბურთელია, რომელმაც 5000-ქულიან ნიშნულს გადააბიჯა. გამთენიისას “სან ანტონიომ” “კლიპერსს” 111:107 მოუგო და სერიაში ანგარიში 1:1 გახადა. ტეხასელთა გამარჯვებაში ტიმმა ლომის წილი დაიდო. მან მეტოქეს 28 ქულა ჩაუგდო. ამ მატჩამდე დანკანს ნბა-ს პლეი ოფის ისტორიაში 4999 ქულა ჰქონდა ჩაგდებული, ხოლო “კლიპერსთან” მატჩის შემდეგ 5027 ქულა გაუხდა.
გთავაზობთ ნბა-ს პლეი-ოფების 10 საუკეთესო მექულეს
- მაიკლ ჯორდანი 5987 ქულა
- ქარიმ აბდულ-ჯაბარი 5762
- კობი ბრაიანტი 5640
- შაკილ ონილი 5250
- ტიმ დანკანი 5027
- კარლ მელოუნი 4761
- ლებრონ ჯეიმსი 4469
- ჯერი უესტი 4469
- ლარი ბერდი 3897
- ჯონ ჰავლიჩეკი 3776
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
რაც შეეხება ლიგას, იქ ყოველთვის ფაორიტები არიან
პრიმერა ფაქტიურათ ჯიბეში აქვთ, არამგონია ჟირონამ ბოლომდე ზდიოს
მოკლეთ ანჩელოტი საოცარი მწვრთნელია, მშვენივრათ შეათამაშა ახალგაზრდა და ძველი სასტავი
ისევ ბოლო წუთი