ფეხბურთი

14:25 | 23.04.2015 | ნანახია 2395 - ჯერ

“ზესტაფონმა” ოფიციალური პოზიცია დააფიქსირა

"ზესტაფონის" პრეს-სამსახური ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით კლუბის პოზიციას ავრცელებს:

“როგორც მოგეხსენებათ, 2015 წლის 19 აპრილს ჩვენი გუნდი გორის “დილას” წინააღმდეგ სათამაშოდ არ გავიდა. უნდა მოგახსენოთ, რომ ამის რეალური მიზეზი გახლდათ ის, რომ ჯერაც დაუდგენელმა პირებმა “ზესტაფონის” ერთ-ერთ ფეხბურთელს ბინძური გარიგება და საკმაოდ დიდი თანხის სანაცვლოდ გორელებთან შეხვედრის “დათმობა” შესთავაზეს.

იქიდან გამომდინარე, რომ იმ მომენტისთვის კლუბს არ მოეპოვებოდა გარიგების მცდელობის შესახებ სრული ინფორმაცია, ჩვენ, რეალურად არსებული და მასმედიის საშუალებებში არაერთგზის გაჟღერებული ფინანსური პრობლემების მოტივით, ფედერაციას მატჩის გადადების თხოვნით მივმართეთ. თუმცა, პარალელურად, შექმნილი ვითარების შესახებ საქმის კურსში ჩავაყენეთ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი, ბატონი რევაზ არველაძე და მას ფედერაციის მხრიდან შექმნილ სიტუაციაში საჭირო ზომების მიღება და კლუბში შიდა მოკვლევის ჩატარების მიზნით მატჩის გადადება ვთხოვეთ.

იქიდან გამომდინარე, რომ ადგილი ჰქონდა გარიგებისა და, პირდაპირ ვთქვათ, კრიმინალური ქმედების ჩადენის მცდელობას, საფეხბურთო კლუბი “ზესტაფონი” ბოლო მომენტამდე ელოდა მატჩის გადადების შესახებ ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებას. ჩვენთვის აბსოლუტურად მოულოდნელად, ეს მოლოდინი არ გამართლდა. არსებული ვითარებისა და სხვა მოსალოდნელი რისკის მიუხედავად, ფედერაციის მხრიდან სიტუაციის გარკვევის მიზნით რაიმე ნაბიჯი, თუ არ ჩავთვლით ჩვენი კლუბის ჩემპიონატიდან მოკვეთას, დღემდე არ გადადგმულა.

ორიოდე სიტყვით უნდა შევეხოთ ინტერნეტსივრცეში შექმნილ უადგილო აჟიოტაჟსა და “ზესტაფონისა” და გორის “დილას” დაპირისპირების უღირს მცდელობებს. მასმედიის საშუალებით გაჟღერებულ კომენტარებში ჩვენი კლუბის არცერთ წარმომადგენელს გორის “დილას” წარმომადგენელთათვის ბრალი არ წაუყენებია. საუბარია ჩვენთვის დიდად პატივსაცემი გუნდის სახელს ამოფარებულ და ამ სახელის ბოროტად გამომყენებელ უღირს ადამიანებზე, რომლებიც ფეხბურთელს სიბინძურისაკენ უბიძგებენ, ქართული კლუბების სახელებით მანიპულირებენ და უდიდეს ზიანს აყენებენ ქართული ფეხბურთის იმიჯსა და რეპუტაციას.

ჩვენთვის ჯერაც უცნობია, თუ ვინ არიან ეს ადამიანები, თუმცა დარწმუნებულნი ვართ, რომ სააშკარაოზე მათი გამოყვანა შედის როგორც “ზესტაფონის”, ასევე გორის “დილას” და საერთოდ, ქართული ფეხბურთის ინტერესში! დღეს ჩვენი კლუბი მომხდარის შესახებ სამართალდამცავ ორგანოებს მიმართავს განცხადებით, რომელშიც მითითებულია იმ შეხვედრის დრო და ადგილი, სადაც ფეხბურთელმა გარიგების თაობაზე შემოთავაზება მიიღო. დანარჩენი კი სამართალდამცავების კომპეტენციის სფეროს მიეკუთვნება.

აუცილებლად უნდა ითქვას შემდეგი. დიდი ალბათობით გორელებს ამ ზაფხულს ჩვენი ქვეყნის ღირსების დაცვა საერთაშიორისო ასპარეზზე მოუწევთ და ჩვენ რომ 19 აპრილს გასამართ მატჩზე გავსულიყავით, დარტყმის ქვეშ პირველ რიგში სწორედ “დილას”, მის რეპუტაციასა და გორული კლუბის ინტერესს დავაყენებდით. ალბათ, ყველას კარგად უნდა ახსოვდეს თურქული “ბეშიქთაშის” ამასწინდელი ამბები და ამ გუნდის ევროტურნირებიდან მოკვეთა.

რაც შეეხება ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგიდან საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონის” მოკვეთის თაობაზე დისციპლინართა გადაწყვეტილებას, ჩვენ მას უსამართლოდ მივიჩნევთ და საკუთარი ინტერესების დასაცავად ბოლომდე ბრძოლას ვაპირებთ”.

საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონის” პრესსამსახური

თეგებიზესტაფონი

კომენტარები (29)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

08:18 | 24.04.2015
Givih Sulaqvelidze (45)

ფედერაცია და სპორტის სამინისტროო კია ჯიბის სამინიტრო და ფედერაციაა ხმერტმა ხელი მოუმატროს სხვა კლუბებს ასეც უქნიატ გორსაც ტბილისის დინამოსაც ბატუმსაც სამტრედიასაც ჰემპიოტა ტასი და ევრო ტასი ჰამოეტანოტ საქარტველოსი გულიტ ვამბობ ამას იმიტო რო ქარტველები ვარტ მაგრამ კველამ ჰვენ გულსი ჰავიხედოტ და ოდნავადაც რო დაფიქრდეს კაცი მიხვდება რო ზესტაფონი ტხვილ უბრალოტ გაცირეს

12:32 | 24.04.2015
WPWW (533)

გაიხარე!

08:13 | 24.04.2015
Givih Sulaqvelidze (45)

ზესტაპონელი ვარ ცმაო და ზესტაფონის სტადიონზე გახედვა ახარ მიდა რო ჰაული ხოლმე სტადიონს და მახსედება ტყ რა დიდების დხეები და რა საოცარი მაჰები ქოდა ზესტაფონს რა დარაზმული მოდიოდა ხალხი სტადიონზეეე რა ჯივილ ხივილი იკო სიხარულიც ბევრჯერ იკო და სიმცარეც მაგრამ ეხლა რაც საცოდავატ გაცირეს ამ ქალაქის გუდიი გამგეობამ მატმა უნიატობამ უსისხლობამ რავქნა ჰემი ქალაქის გუდია და გული მცხდება უბრალოტ ვიხაზის ხუსტურს სეეცირა ზესტაპონელების საამაკო ზესტაფონიი

22:37 | 23.04.2015
ilari22 (679)

akhali (8876) საერთოდ შენი მოსაწონი ვინმე ან რამე არსებობს ?

21:18 | 23.04.2015
WPWW (533)

ორიოდე სიტყვით უნდა შევეხოთ ინტერნეტსივრცეში შექმნილ უადგილო აჟიოტაჟსა და “ზესტაფონისა” და გორის “დილას” დაპირისპირების უღირს მცდელობებს. მასმედიის საშუალებით გაჟღერებულ კომენტარებში ჩვენი კლუბის არცერთ წარმომადგენელს გორის “დილას” წარმომადგენელთათვის ბრალი არ წაუყენებია. საუბარია ჩვენთვის დიდად პატივსაცემი გუნდის სახელს ამოფარებულ და ამ სახელის ბოროტად გამომყენებელ უღირს ადამიანებზე, რომლებიც ფეხბურთელს სიბინძურისაკენ უბიძგებენ, ქართული კლუბების სახელებით მანიპულირებენ და უდიდეს ზიანს აყენებენ ქართული ფეხბურთის იმიჯსა და რეპუტაციას.


სავსებით ვეთანხმები ყველაფერში, არ შეიძლება კერძო სუბიექტების მიერ გაკეთებული რაიმე განცხადების გამო დასკვნები გამოვიტანოთ! და თუ ვინმე მართლა გარეულია ამ საქმეში(გორის დილადან) უმკაცრესად უნდა მოხდეს კლუბის დასჯა! მე ძალიან ახლო ურთიერთობა მაქვს კლუბის ყველა თანამშრომელთან და ამჟამად ისეთი სიტუაცია და ატმოსფეროა გუნდში, რომ თამაშების ჩაწყობა მოწყობაზე საუბარიც ზედმეტია, სამწუხაროდ კლუბს 3 წლის წინ ჩატარებული სკანდალური მატჩის გამო ცუდი სახელი შეუნარჩუნდა თუმცა ეს იმას არ ნიშნავს რომ გუნდი ახლაც აგრძელებს ამ გზას, გორში ყველაფერი შესაბამისი პრინციპების დაცვით ხორციელდება. თუ ეს ფაქტი მართლაც მოხდა და ამაში დასახელებული ივანე ჯუღელი ფიგურირებს, ეს სულაც არ აყენებს ეჭვქვეშ დილას პატიოსნებას. გთხოვთ გაგებით მოეკიდოთ არსებულ პრობლემას, ჩვენი მიზანი ქართული ფეხბურთის გადარჩენააა!!!

21:05 | 23.04.2015
Irakli Pirvelashvili (604)

ძირს გაყიდული ჩემპიონატიიიიიიიიიიიიიიიიიიიი

20:18 | 23.04.2015
araza-1918 (6330)

უნიათო ქავთარაძე ნუთუ მთელ ზესტაფონში უკეთესი ვერავინ ნახეთ ასარჩევად

19:29 | 23.04.2015
qomagi555 (259)

მხოლოდ ერთი დასკვნის გამოტანა შეიძლება ამ ყველაფრიდან...
საკრებულომ გასწირა საკუთარი ქალაქი...
კოკაიამ კი კიდევ დიდხანს ითმინა... მის ადგილას ბევრი აქამდე კარგა ხნით ადრე წავიდოდა...
საკრებულოს კი რომელიც ხალხისგანაა არჩეული ყველაფერი უნდა გაეკეთებინა ასეთი ინვესტორის შესანარჩუნებლად...
კოკაიასთან ერთად ექნებოდა შანსი გუნდს ჩემპიონობის კვლავ და იქნებოდა ძლიერი გუნდი... საკრებულოს ხელში კი ნებისმიერი გუნდი უმაღლესი ლიგის მაჩანჩალა იქნება, საერთოდ თუ გადავიდა უმაღლესში ეგ კიდევ საკითხავია მეორე ლიგიდან... ისინი არასდრო გამოყოფენ იმ რაოდენობის თანხას რომ ზესტაფონის გუნდმა კვლავ შეძლოს უმაღლესი მიზნებისათვის ბრძოლა...
ყველა დაფიქრდით რომ არა კოკაია ზესტაფონის გუნდი როდესმე საკრებულოს დაფინანსებით გახდებოდა ჩემპიონი? მე პირადად მეეჭვება...
ასეთი ინვესტორები არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაუშვან ხელიდან... წავალ და ბელგიაში დავაფინანსებ გუნდსო და დააფინანსებს კიდეც გამგეობაში მოკალათებული მშობლიური ქალაქის და ქვეყნის მოღალატეების გამო...

08:03 | 24.04.2015
Givih Sulaqvelidze (45)

მარტალი ბრცადებიტ გამგეობამ გაცირა კლუბიი მე მაგსატიიი დდდ.მ

18:50 | 23.04.2015
giomebo (1190)

კოკაიას ბიზნესი დაკავშირებული იყო უკრაინასთან. უკრაინელი პარტნიორები ყავს და ყველამ იცით როგორ უჭირთ ეხლა იქ. აქედან გამომდინარე კოკაიას ეხლა ფული არ ქონდა გუნდი შეენახა, მოძებნა მიზეზი და მოტყდა.

17:34 | 23.04.2015
მუხა-1955 (116)

ილიკო შენი ქცევა მოღალატეობრივია...რა არის ძმაო, დღევანდელი მთავრობა მაინცდამაინც მიშიკოსა და ადეიშვილივით ყაჩაღები უნდა იყვნენ, რომ უპატრონო მიტოვებულ ,,სარაიაში" ,,შენი დიდი სურვილით“, ,,მათდამი დიდი პატივისცემის ნიშნად" ხუთი მილიონი გადაგახდევინონ, თუ ,,უსარაიოდ" შეგაწერონ?! რას ეჯინები ამ ,,უდაბრძანდო" (ყველა ვინც წინააღმდეგი იყო--არა აქვს მნიშვნელი პარტიულობას) გათახსირებულ საკრებულოს, რომელსაც მისი ლანდის ეშინია, რომელმაც მაქსიმალურად იცდილა გუნდი გაკოტრებულიყო, გაპარტახებულიყო და გათამაშებიდან მოხსნილიყო, რომ მათ თავისი ფარული ბოროტი ზრახვები დაეკმაყოფილებინად(რცხვენოდეს იმ 17 ვირისშვილ წევრს, თუმცა ვირისშვილს რა შეარცხვენს)?! .... შენ კი ილია ძამიკო დღევანდელი ბიზნესისათვის შედარებით თავისუფალ გარემოში,ამ ტრაგიკული გადამწყვეტი ეტაპისათვის, გაგეღო წინა წლეებში შეწერილი თანხის 2% და შენს მიერ შექმნილი სულისმღაფავი შვილივით გაზრდილი გუნდი სეზონის ბოლომდე მიიტანდა ტანჯულ სულს, პარალელურად კი უნდა გეზრუნვა და მოგეძებნა(ყველა მშობლის ვალია)ღირსეული, საქმის მცოდნე, ფეხბურთის მოყვარული და ერთგული ,,მშობელი"(პატრონი)...შენ კი...ეეეხ!!!!!!! ....პ.ს. ნორმალური მშობელი შვილებს უპატრონოდ არ ტოვებს!!!!

18:08 | 23.04.2015
oto_oto (3739)

როგორი დამადანაშაულებრივი ტონით იტყვით ხოლმე. შენ რომ იყო ჩემი ძმა ილიკოს ადგილზე, გაფანტავდი მილიონებს? მიდი და 1000 ლარი აჩუქე ვინმეს თუ შეგიძლია, ხუთ და ექვს ნულიანებზე ასე ადვილად რომ საუბრობ...

17:14 | 23.04.2015
levani82 (41682)

akhali

როგორც ამბობენ, როგორც კი ბერიძე სულწლოვანი გახდება საფრანგეთში მიდისო

17:11 | 23.04.2015
levani82 (41682)

el shaarawy (28)
იგივე რო დინამოს დამართნოდა მთელი ქვექანა ფეხზე დადგებოდა აი ეგეც ჩვენი ფედერაცია

დინამოსაც დამართნია, მაგრამ ქვეყანა ფეხზე არ დამდგარა გუნდს ძაან უჭირსო და რამე ვუშველოთო

16:35 | 23.04.2015
oto_oto (3739)

კოკაიამ კიდევ ბევრი ითმინა, მე მის ადგილზე 5 წლის წინ ვიქნებოდი წასული. როდესაც რაღაცას მოგება არ აქ ხარჯო, ხარჯო რა უძირო ოქროს სუნდუკი ხომ არ ხარ...
რაც შეეხება ფედერაციას, ჩაფლულია ნეხვში, თაროებზე უდევს ჩაწყობილ თამაშებზე მიღებული შეტყობინებები, თვალებს ხუჭავს აშკარა გაფრთხილებებზე, მოკვეთის ფეხბურთელებს აღადგენს, მსაჯების სკანდალზე რომ აღარაფერი ვთქვათ...
რაც შეეხება ზესტაფონის გამგეობას, იმ 13 კაცის გარდა, ყველა არიან ნახირი და ზესტაფონის მომავალ ისტორიაში დარჩებიან ნახირი და არა ადამიანები. ზესტაფონს მოუკლა ერთადერთი სიამაყე, ერთადერთი ნათელი წერტილი, ათასობით ბავშვს მოუკლა ოცნება გახდეს დიდი ფეხბურთელი, იცხოვროს ჯანსაღი ცხოვრების წესით.
კოკაია შევა ზესტაფონის ისტორიაში, როგორც ორჯერ საქართველოს ჩემპიონი გუნდის შემქმნელი, ორჯერ სუპერთასის მომგები, ერთხელ თასის, ხუთჯერ თასის ფინალისტი და მუდამ დარჩება ზესტაფონის და საქართველოს ისტორიაში. არ აქვს მნიშნველობა ფული როგორ იშოვა, ან საიდან იშოვა, შეეძლო არ დაეხარჯა ან საზღვარგარეთ დაეხარჯა, როგორც ამას სხვები აკეთებენ, ვიტესია თუ პრინტესი... მაგრამ ამ კაცმა ზესტაფონელ ხალხს ოცნება აჩუქა და ბედნიერი გახადა, რაც დასაფასებელია და ყველა შეგნებული ზესტაფონელი ამას დააფასებს.
მათ კი ვინც ამის წინააღმდეგ წავიდა, როგორ უნდა იცხოვრონ და რა სინდისით ზესტაფონში არ ვიცი...

16:30 | 23.04.2015
samartali+ (969)

გუნდს აპელაცია შეაქვს და თუ სწორად გადაწყდა საკითხი, ითამაშებს დარჩენილ თამაშებს. ფედერაცია დიდი ხანია ებრძვის ზესტაფონს და არ გაუშვა შანსი ხელიდან. რეგლამენტი ახლა გაახსენდათ? რამდენჯერ დაარღვიეს რეგლამენტი ჩემპიონატის მსვლელობისას. აზრი დაუკარგეს ბოლო რამდენიმე ტურს გუნდების უკანონო გაზრდით. ულიცენზიო კლუბები დაუშვეს ჩემპიონატში. ფედრაციას ვადაგასული პრეზიდენტი არ ყავს? კანონი ცალმხრივად კანონობს? მითუმეტეს გადასადები იყო თამაში, კრიმინალს ქონდა ადგილი.

16:16 | 23.04.2015
akhali (10761)

ექვსი თამაშის ჩატარებით ვის დააკლდა?ეროვნულ ჩემპიონატს,ასაკობრივ ნაკრებებში მოთამაშე ფეხბურთელებს!ფედერაციას?ალბათ მცირე იმიჯური,თორემ დანაკლისი მაინც ფეხბურთელებზეა!....კოკაიამაც და საკრებულომაც თანხა დაზოგეს...
-არ მინდა ეხლა ვინ რა საშუალებებით მიიღო პრივატიზირებისას საბჭოთა ეკონომიკის დატოვებული საწარმოები....მთლად ნუ გაიგიჟებენ თავს ,რომ მათი შექნილი და აშენებულია ფეროები თუ რუსთავის მეტალურგიულები და ა.შ.
-ჩემი ნება რომ იყოს მთლიან რევიზიას ჩავუტარებდი მთელ პრივატიზაცია,დავამტკიცებინებდი თითიეულ ფულის წარმოშობას და ა.შ. რომ აღარ დაამადლონ ხალხს რომ საკუთარ ფულს ხარჯავენ, ოფლი რამდენი დაღვარეს...

15:42 | 23.04.2015
akhali (10761)

gigatrancer
და ამ ნეხვის მოწმენდა ხომ შეიძლება ჩემპინატის სრულფასოვნად ჩამთავრების შემდეგ?თუ აუცილებელია ნეხვის ამოტივტივება?

17:21 | 23.04.2015
BEERTRANCE (97819)

კაცმა ჭირი მალა და ჭირმა თავი არ დამალაო გაგიგია? თავისით ამოტივტივდა ეგ ნეხვი, პიდერაციას კი უნდოდა სხვებს ეჭამათ ეგ ნეხვი ამოტივტივებამდე, ჰოდა მობეზრდა ხალხს.

15:56 | 23.04.2015
BEERTRANCE (97819)

კაცმა ჭირი მალა და ჭირმა თავი არ დამალაო გაგიგია? თავისით ამოტივტივდა ეგ ნეხვი, პიდერაციას კი უნდოდა სხვებს ეჭამათ ეგ ნეხვი ამოტივტივებამდე, ჰოდა მობეზრდა ხალხს.

16:15 | 23.04.2015
akhali (10761)

ექვსი თამაშის ჩატარებით ვის დააკლდა?ეროვნულ ჩემპიონატს,ასაკობრივ ნაკრებებში მოთამაშე ფეხბურთელებს,ფედერაციას?ალბათ მცირე იმიჯური,თორემ დანაკლისი მაინც ფეხბურთელებზეა!....კოკაიამაც და საკრებულომაც თანხა დაზოგეს...
-არ მინდა ეხლა ვინ რა საშუალებებით მიიღო პრივატიზირებისას საბჭოთა ეკონომიკის დატოვებული საწარმოები....მტლად ნუ გაიგიჟებენ თავს ,რომ მათი შექნილი და აშენებულია ფეროეწბი თუ რუსთავის მეტალურგიულები და ა.შ.
-ჩემი ნება რომ იყოს მთლიან რევიზიას ჩავუტარებდი მთელ პრივატიზაცია,დავამტკიცებინებდი თითიეულ ფულის წარმოშობას და ა.შ. რომ აღარ დაამადლონ ხალხს რომ საკუთარ ფულს ხარჯავენ და ოფლის რამდენი დაღვარეს...

15:42 | 23.04.2015
sabonis (9584)

კი მარა სხვა მუნიციპალიტეტებს, მაგალითად ლანჩხუთს და სხვებს, როგორ ააქვთ იურიდიული უფლება დაეხმარონ გუნდს, თუ ზესტაფონი საზღვარგარეთია.D

15:41 | 23.04.2015
akhali (10761)

მე ამ სიტუაციაში მაღელვებს ფეხბურთელ ბერიძის სპორტული ფორმა.უთამაშებელი დარჩება და დევდარიანის 19წლის ასაკობრივში მარცხენა ფრთაზე მაგ ბიჭის დიდი იმედი მაქვს...თან პირველ თამაშში(ესპანეთთან) ზარანდია არ იქნება და თუ ზარანდიიას მარჯვნივ შეცვლია არაბიძე ან შულაია,მარცხენა ფლანგის ძირითადი ფეხბურთელის სათამაშო ტონუსის არქონა ...

15:38 | 23.04.2015
akhali (10761)

სასაცილოა სატირელი რომ არ იყოს და აღმაშფოთებელი თავხედობის დონე,როცა არგუმენტად მოყავს გამგებელს,რომ იურიდიულად არ აქვს თითქოდ უფლება,როცა გვერდზეა სამტერედიის მაგალითი...მაგრამ მასაც ალბათ უფრო ზევიდან უბრძანეს,თორემ არამგონია თვითონ მიეღო გადაწყვეტილება

15:36 | 23.04.2015
დათო გურგენიძე (1264)

ზესტაფონი ხელმძღვანელობა ჩაჯმულის პოზიციიდან ფანტაზიორობს. პირველ რიგში მიაკითხეთ გამგეობას და მერე კოკაია თუ რატო გაწირა ზესტაფონი გამგებლისთვის 50%-ის გადაცემით

15:38 | 23.04.2015
BEERTRANCE (97819)

არავის მოთმინებაა უსაზღვრო

15:35 | 23.04.2015
akhali (10761)

gigatrancer
psychically sick
პირადი ,,მე,, საერთოდ საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატზე მაღლა არ უნდა დააყენო.

15:37 | 23.04.2015
BEERTRANCE (97819)

რა შუაშია პირადი მე, ნეხვშია დოღლიგა. იძახის კაცი მოწმინდეთ ნეხვიო და არაო იჯექი ჩვენთან ერთად ნეხვშიო.

15:25 | 23.04.2015
akhali (10761)

psychically sick
ჩაემთავრებინა ჩემპიონატი-გჯერა რომ 6 თამაშისთვის ფული აღარ აქვს კოკაიას?

15:31 | 23.04.2015
BEERTRANCE (97819)

და ნამუსი მოეწმინდა პიდერაციისთვის?
ძანაც კაი. პირიქით ადრე ტუ გვიან ცხადად ხო უნდა გამოჩენილიყო სლიჭინავას და ხუირცილავა ვინცხა ჩემი ცოცრები არიან

15:28 | 23.04.2015
ეშლი იანგი (6461)

ინტერვიუ მოვისმინე და ისეთ პირობებში ერთი თამაშის ჩატარებაც არ მოეთხოვებოდა კოკაიას და ზაფხულში რა შეიცვლებოდა? გამგეობას რომელსაც 100 000 ლარზე მეტი არ ემეტება რისი დამხმარებელია

15:05 | 23.04.2015
akhali (10761)

საერთოდ შთაბეჭდილება მრჩება,რომ კოკაიასაც აღარ უნდოდა და ეძებდა მიზეზს გაქცეულიყო.ჰქონდა იმედი,რომ შექმნიდა ევროტურნიკებისთვის კომკურებნტუნარიან კლუბს,რაღაც ფინანსურ ხარჯებს შეაცსებდა ტრანსფერებით,პლიუს ევროყურნირებიდან შემოსავლით...მოკლედ დიდი ხანია აპირებდა გაქცევას...თან არც საკრებულოს უნდოდა კოკაია,რომ გამოეყო მისთვის ფული,ტადგან უკან ,,ატკატს,,ვერ მიიღებდა და მოკლედ ორივე მხარე კმაყოფილია და უკმაყოფილო დავრჩით ქართული ფეხბურთის ქომაგები...
-შოკში ვარ...ვნახე კადრები,როგორ ეკამათებოდა ხალხი გამგებელს და მაინც რა თავხედი ყოფილა?!

15:14 | 23.04.2015
BEERTRANCE (97819)

ჰოდა მიდი და მოითხოვე ახლა ბიზნესმენმა ფული ჩადოს ქართულ ტრაწლიგის გუნდში

15:09 | 23.04.2015
ეშლი იანგი (6461)

კომენტარი დაბლოკილია ცენზურის ავტომატური ბლოკირების მიერ, ის შეიძლება დაიშვას მოდერატორის მიერ

15:10 | 23.04.2015
ეშლი იანგი (6461)

კოკაია რა შუაშია? ის ბიზნესმენია და ყველანაირად ხელს უშლიდნენ ადამიანს თორემ ფული რა პრობლემაა წავა უცხოეთში და რომელიმე უცხოურ კლუბს დააფინანსებს

14:58 | 23.04.2015
akhali (10761)

ერთი გამაგებინეთ-შეიძლება ფედერაცია არ მოგწონდეს,ბევრიც აკრიტიკო სხვადასხვა შემთხვევებში,მაგრამ ზესტაფონთან რა დააშავა?საკუთარ საკრებულოს ნებას აძლევთ პრემიებით გაძღომის და თავხედურად ფეხებზე დაკიდების ადგილობრივი კლუბის და ფედერაცია ხომ არ უბრძანებს საკრებულოს...უფრო სწორედ უფრო ზევით!ქედა თუ აძლევს საკუთარ კლუბს 800 ათასს და ...ზესტაფონის საკრებულო 80 ათასს მე-3 ლიგის კლუბს(!) ეს ფედერაციის გადაწყვეტილებაა?

14:55 | 23.04.2015
el shaarawy (137)

იგივე რო დინამოს დამართნოდა მთელი ქვექანა ფეხზე დადგებოდა აი ეგეც ჩვენი ფედერაცია არველაძეები ყველა ფულის გაკეთებაზე რო არიან გადასულები მთელი ფედერაციისდედაშ.

14:55 | 23.04.2015
suxosuxo74 (37)

დიდი მადლობა იმ 13 საკრებულოს წევრს,გაიხარეთ ყველამ,ყველანი მაგრები ხართ,არასდროს დაგივიწყებთ ამ კაცობას ზესტაფონი და ზესტაფონლები.

14:48 | 23.04.2015
suxosuxo74 (37)

ბატონო ილია თქვენს გვერდში ვართ მთელი ზესტაფონი,იმ 17 წევრს მინდა უთხრა ყოველთვის იქნებით ზესტაფონის ისტორიაში მოღალატეები,და თქვენი შვილები ყოველთვის იამაყებენ თქვენსნაირი არაკაცი მშობლებით,არავის არ დაავიწყდება თქვენი სახელები..........D..D..D..

14:44 | 23.04.2015
Torres9 (12692)

კრუიფი აიაქსის მთავარ მწვრთნელად არველაძის კანდიდატურას ასახელებს

14:42 | 23.04.2015
akhali (10761)

Результаты голосования по вопросу финансирования футбольного клуба "Зестафони" в местном сакребуло-за 13 голосов из них 4-ЕНД 3-Аласания 3-Бурджанадзе 2-независимые 1-ГМ...против 17 голосов из низ 16-ГМ...короче угробили коцы хорошую команду...а вы говорите Президента выселяют....тут целый футбольный клуб "выселили" из чемпионата страны (((
------------------------------
მოკლედ-ქოცებმა თქვეს უარი ზესტაფონის დაფინანსებაზე?მართალია ეს?იქნებ შემდგომში არჩევნებზე უფრო მეტად მოიძიონ ზესტაფონში წესიერი ხალხი...მაგრამ რამდენი დრო დასჭირდება ზესტაფონს უმაღლესში დასაბრუნებლად?თუ ქოცები მე-3 ლიგიდან ააღზევებენ ,,საკუთარ,,კლუბს?მაგრამ შანსი ძალიან ცოტაა ნეპოტიზმის გამო(ძირითადში ხომ ნათესავებმა უნდა ითამაშონ,და საიდან ამდენი ტალანტით დაჯილდოვებული თან ქოცი,თან ფეხბურთელი)
-ნუთუ მთელ ზესტაფონში უკეთესი ვერავინ ნახეთ ასარჩევად?ან ვინ აირჩია ეს ხალხი?

14:37 | 23.04.2015
Irakli Pirvelashvili (604)

ზროხა ფედერაციააააააააააააა,ზაქონელი საკრებულო და გამგებელი

0.120585