ჭადრაკი

11:18 | 23.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

კუბა ერთპიროვნული ლიდერია

ვაჟთა შორის მიმდინარე მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე ძალიან სუსტად თამაშობს რუს მოჭადრაკეთა გუნდი, რომლის თითოული წევრის რეიტინგი 2700 კოეფიციენტს აღემატება. მეოთხე ტურში რუსეთი შესუსტებული შემადგენლობით მოასპარეზე აშშ-ის ნაკრებს დაუპირისპირდა. ეს უკანასკნელი გუნდის ლიდერების ნაკამურას, სოს და რამდენიმე წამყვანი მოჭადრაკის გარეშე თამაშობს. ამ ყველაფრის მიუხედავად რუსებმა მაინც ვერ შეძლეს ამერიკელთა ნაკრების დამარცხება და ფრე, 2-2 დაფიქსირდა. ოთხივე შეხვედრა ყაიმით დასრულდა.

მეოთხე ტურამდე ასპარეზობას ისრაელისა და კუბის სახით ორი ლიდერი ჰყავდა. ისრაელი უკრაინასთან 1,5-2,5 დამარცხდა. რაც შეეხება კუბას, იგი გამოკვეთილ აუტსაიდერს ეგვიპტეს დაუპირისპირდა. მართალია, აფრიკის ჩემპიონი დიდხანს ებრძოდა მეტოქეს, მაგრამ დამარცხებას მაინც ვერ გადაურჩა. 3-1 გაიმარჯვა კუბამ და 7 ქულით ერთპიროვნული ლიდერი გახდა.

მეოთხე ტურის შეხვედრათა ტექნიკური შედეგები

ინდოეთი – უნგრეთი 2,5-1,5

რუსეთი – აშშ 2-2

სომხეთი – ჩინეთი 0,5-3,5

ეგვიპტე – კუბა 1-3

ისრაელი – უკრაინა 1,5-2,5

მეხუთე ტურის შეხვედრათა განრიგი

უკრაინა – ინდოეთი

კუბა – ისრაელი

ჩინეთი – ეგვიპტე

აშშ – სომხეთი

უნგრეთი – რუსეთი

აღნიშნულ ტურში გამორჩეულ ინტერესს იწვევს კუბა-ისრაელისა და უკრაინა-ინდოეთის Dშეხვედრა.

სატურნირო მდგომარეობა ოთხი ტურის შემდეგ

I კუბა 7 ქულა

II-III ჩინეთი, უკრაინა 6-6

IV-V ისრაელი, ინდოეთი 5-5

VI უნგრეთი 4

VII-IX სომხეთი, აშშ, რუსეთი 2-2

X ეგვიპტე 1

0.12987