მანუჩარ მარკოიშვილის ცსკა-მ ევროლიგის ოთხთა ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა. მოსკოველებმა ათენში “პანათინაიკოსი” 74:55 დაამარცხს და მეოთხედფინალური სერია 3:1 მოიგეს.
ცსკა-ს მთავარ მწვრთნელ დიმიტრის იტუდისს განაცხადში მყოფი ქართველი მცველი მხოლოდ ბოლო წუთზე გაახსენდა და დასკვნით 25 წამს ათამაშა, რა დროშიც მანუმ 1 სამქულიანის აცილება მოასწრო.
თამაშის ბედი მე-3 მეოთხედის მიწურულს გადაწყდა, როდესაც სტუმრებმა უპირატესობა 16 ქულამდე გაზარდეს და მატჩის გამარჯვებამდე მიყვანა არ გასჭირვებიათ.
ცსკა-ს რიგებში ყველაზე სარგებლიანი ანდრეი კირილენკო გახლდათ, რომელმაც ორმაგი დუბლი (13 ქულა, 10 მოხსნა) შეასრულა, ნანდო დე კოლომ კი 18 ქულა ჩააგდო.
ამგვარად, რუსული კლუბი ოთხთა ფინალში სტამბოლის “ფენერბაჰჩეს” შეუერთდა, კიდევ 2 იღბლიანის ვინაობას კი დღეს შევიტყობთ.
მადრიდის “რეალი”, რომელიც “ანადოლუ ეფესს” 2:1-ს ამარცხებს, თურქეთში კიდევ ერთხელ ითამაშებს, “ბარსელონა” კი სერიაში დარჩენას პირეოსში ეცდება. კატალონიელები “ოლიმპიაკოსთან” დაპირისპირებას 1:2-ს აგებენ.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
რუსეთი კარიერის დასასრულში, ფინანსურად ორივესთვის საჭირო იყო, მთელი ცხოვრება იმ ფულით უნდა უზრუნველყონ. რაც შეეხება მანუს, შეიძლება კარგიცაა რომ ბევრს არ თამაშობს, ფორმაში იქნება და ტრამვების რისკიც ნაკლებია. თანაც მოსამზადებელი პერიოდიც დიდია, ფაქტიურად მომვალი სეზონის დასაწყისია და ამხანაგურებიც საკმარისადაა. ვიკა კი რამდენად მოასწრებს აღდგენას საკითხავია, შარშანაც ტრამვით თამაშობდა.
ყველაფერში გეტანხმები, მარა კარიერის ბოლო ჯერ არამგონია დადგომოდეთ.
ფაქტიურად ჩაუვარდათ ეს წელი ორივეს,ერთი ეგაა დასვენებულები იქნებიან ევროპისთვის,ფორმის აღდგენა თუ მოასწრეს...
gigatrancer 100%. ვიკას ტრამვა და მანუს სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობა - აი რა მოიგეს
ვერაფერი ვერ მოიგენ ამან და ვიკამ ღრუსეთში გადასვლით
ეხ ძმაო სპორტი ბიზნესი გახდა და მოგება წაგება სამწუხაროდ აღებული ხელფასით იზომება და არა თამაშით. თუმცა უნდა ვაღიაროთ, რო ნაკრებში ეს ბიჭები მაქსიმუმს გაიღებენ.
კი ნაკრებისადმი თავდადებაში ეჭვს ნამდვილად ვერ შევიტანთ, უბრალოდ მეშინია ევროპას რა ფორმაში შეხვდებიან