ჩოგბურთი

23:05 | 22.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

ცივაძე ყაზახურ ტურნირს გამოეთიშა

ქართველი ჩოგბურთელი გიორგი ცივაძე ყაზახეთის ქალაქ შიმკენტში მიმდინარე 15-ათასიან ტურნირს გამოეთიშა, არადა, მეოთხედფინალთან ახლოს იყო.

მერვედფინალურ ეტაპზე ცივაძე მე-5 ნომრად განთესილ უზბეკ ტემურ ისმაილოვს დაუპირისპირდა და 7:6 (7:2), 6:7 (5:7), 3:6 დამარცხდა.

შეგახსენებთ, რომ პირველ წრეში გიორგიმ უკრაინელ ალექსანდრ კუშაკოვს 6:2, 6:4 მოუგო.

0.134057