ფეხბურთი

21:12 | 22.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

“არსენალი” მამანასთვის ბრძოლაში ჩაერთო

ინგლისური მედიის ინფორმაციით, “რივერ პლეიტის” 19 წლის მცველმა ემანუელ მამანამ შესაძლოა კარიერა ლონდონის “არსენალის” რიგებში გააგრძელოს. “მეთოფეებს” ფეხბურთელის გადაბირებირებლად ტურინის “იუვენტუსსა” და მადრიდის “ატლეტიკოსთან” მოუწევთ ბრძოლა.

ახალგაზრდა სამხრეთამერიკელით, რომელსაც “რივერის” რიგებში 6 მატჩი აქვს ჩატარებული, არსენ ვენგერია მოხუბლული. ფეხბურთელისადმი ინტერესს დიეგო სიმეონეც იჩენს.

მამანამ არგენტინის 20-წლამდელთა ნაკრებთან ერთად 2015 წელს სამხრეთ ამერიკის ჩემპიონატი მოიგო და ოლიმპიადის საგზური მოიპოვა. აღნიშნულ ტურნირზე სიმეონეს ვაჟი ჯოვანი ბომბარდირი გახდა. დიეგო ტურნირს აკვირდებოდა და მამანას ასპარეზობით მოხიბლული დარჩა.

ემანუელი “რივერ პლეიტის” მთავარ გუნდში 2014 წლის იანვრიდან თამაშობს. ალეხანდრო საბელიამ მამანას არგენტინის ნაკრებში დებიუტის საშუალება გასული წლის 7 ივნისს სლოვენიის წინააღმდეგ ამხანაგურ შეხვედრაში მისცა. ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება 250 000 ევროს შეადგენს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120518