იტალიური “რომასა” და ფრანჩესკო ტოტის გზები შესაძლოა 2016 წლის ზაფხულში გაიყაროს, ოღონდ როგორც ფეხბურთელის და შემდეგ “პუპონე” რომაელთა შტაბში ვიხილოთ. ამის შესახებ “სქაი სპორტი” იუწყება.
38 წლის ფეხბურთელს კლუბთან მიმდინარე ხელშეკრულება სწორედ 2016 წლისთვის ეწურება და როგორც გამოცემა ვარაუდობს, რომაელთა პრეზიდენტი ჯეიმს პალოტა მისთვის ახალი კონტრაქტის შეთავაზებას არ აპირებს.
ფრანჩესკო ტოტის “რომას” გარდა სხვა გუნდის რიგებში არასდროს უთამაშია. მისი და “მგლების” რომანი 1992 წელს დაიწყო და მას შემდეგ გრძელდება. კლუბში მას ყველა სახის რეკორდი აქვს მოხსნილი, რაც ჩატარებულ თამაშებსა და გატანილ გოლებს შეეხება.
მიმდინარე სეზონში კი სერია A-ში 22 მატჩში 6 გოლი გაიტანა, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე 5 შეხვედრაში ორჯერ იხეირა. იტალიის ჩემპიონატში ჯამში 241 გოლი აქვს გატანილი და ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირებში მხოლოდ სილვიო პიოლას ჩამორჩება (274 გოლი).