“ულისის” ქართველი მცველი გიორგი ხუბუა ინტერნეტპორტალ armsport.am-ის ვერსიით, სომხეთის პრემიერლიგის 22-ე ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.
განვლილ ტურში “ულისმა” სახლში გათამაშების ლიდერი კაპანის “განძასარი” 2:1 დაამარცხა, ხოლო 22 წლის ქართველმა ნახევარმცველმა შეუცვლელად ითამაშა.
“ლიდერთან მატჩში ხუბუა “ულისის” წარმმართველი ძალა იყო. ორთაბრძოლებში ხშირად იმარჯვებდა და საჭიროების შემთხვევაში თამაშს საკუთარ თავზე იღებდა” – იუწყება armsport.am-ი ქართველის შესახებ.