კვიპროსის თასის გათამაშების ნახევარფინალური ეტაპის საპასუხო შეხვედრა “ომონიასა” და “აპოელს” შორის ფრედ 0:0 დასრულდა. პირველი მატჩი “აპოელის” სტადიონზე მასპინძელებმა 3:0 მოიგეს, ასე რომ, უჩა ლობჟანიძის გუნდმა კვიპროსის თასის ფინალში გასვლა ვერ შეძლო. საქართველოს ნაკრების მცველმა “ომონიას” სასტარტო შემადგენლობაში ითამაშა.
ფინალში “აპოელის” მეტოქე ლარნაკას “აეკსა” და ლიმასოლის “აელს” შორის გამარჯვებული იქნება.
კვიპროსის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში “ომონია” 49 ქულით მე-3 ადგილზე იმყოფება და ევროპალიგის ზონაში მოხვედრის შანსს ინარჩუნებს. მას ერთი ქულით ჩამორჩება ლარნაკას “აეკი,” ხოლო მეორე ადგილზე მყოფ “აპოლონს” 52 ქულა აქვს.