ფეხბურთი

20:12 | 22.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ვოლფსბურგი” ნეაპოლში შესუსტებული შემადგენლობით ჩადის

გერმანულ “ვოლფსბურგს” თითქოს ის არ ეყოფოდა “ნაპოლისთან” გამანადგურებელი მარცხი რომ იწვნია, ამას ახლა სერიოზული საკადრო პრობლემებიც დაერთო. “მგლებს” ხუთშაბათს გასამართ შეხვედრაში ძირითადი შემადგენლობის ერთბაშად სამი ფეხბურთელი დააკლდებათ – ანდრე შურლე, ვიეირინია და კევინ დე ბრუინი. ამის შესახებ გუნდის ოფიციალური ვებ-გვერდი იუწყება.

გერმანელ შემტევს ზურგი აწუხებს, პორტუგალიელი ნახევარმცველი გაციებულია, ხოლო ბელგიელს ფეხის ტრავმა აქვს.

“ვოლფსბურგმა” “ნაპოლისთან” ერთი კვირის წინ საკუთარ მოედანზე 1:4 წააგო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114998