ფეხბურთი

19:53 | 22.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

კასანოს “სამპდორიაში” და ნაკრებში დაბრუნება უნდა

ცნობილი იტალიელი თავდამსხმელი ანტონიო კასანო, რომელიც “პარმადან” წასვლის შემდეგ უგუნდოდაა, გენუის “სამპდორიაში” და იტალიის ეროვნულ ნაკრებში დაბრუნების სურვილს გამოთქვამს. 32 წლის ფეხბურთელი იტალიურ გამოცემა la stampa-ს ესაუბრა.

მომავალ სასურველ გუნდზე - “ჩემი გუნდი “სამპდორიაა”. ესაა გუნდი, რომელიც გულში მყავს. აქამდეც ათასჯერ მითქვამს და ახლაც გავიმეორებ, მაგრამ ეს იქნება ბოლო შეთავაზება – მომდევნო სეზონში სამპდორიაში” მსურს თამაში, ფულზე არანაირ პრობლემა არ მაქვს. იანვარში ფერეროსთან (“სამპდორიას” პრეზიდენტი – ავტ) თითქოს შეთანხმებას მივაღწიე და ივნისამდე გენუაში უნდა მეთამაშა, მაგრამ ტრანსფერი ჩაიშალა და დრემდე არ ვიცი რა მოხდა. ვინ უნდა შეცვალოს მიხაილოვიჩი თუ ის გუნდიდან წავა? – მე ვურჩევ ჩეზარე პრანდელის, იგი ინტერნაციონალური მწვრთნელია.

იტალიის ნაკრები – “პარიზში თამაში მინდა, სადაც ევროპის ჩემპიონატი გაიმართება, მაგრამ მეეჭვება კონტე ნაკრებში დაძახებას ოდესმე მიპირებდეს”.

კონტრაქტის გაწყვეტაზე – “პარმაში” დარჩენა აღარ შემეძლო. მე ვთამაშობ იმიტომ, რომ ამით ვერთობი და ეს ახლაც შემიძლია. ფიზიკურად ძალიან კარგად ვარ. მომავალი სეზონი ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ლამაზი იქნება”, - ამბობს სკანდალებით ცნობილი ფეხბურთელი.

ანტონიო კასანომ ფინანსურ პრობლემებში გახვეული “პარმა” ზამთარში დატოვა და მას შემდეგ უგუნდოდ იმყოფება. როგორც მან ამავე ინტერვიუში განაცხადა, მშობლიურ “ბარიში” დაბრუნებაც შეეძლო, თუმცა ამის გაკეთებისგან თავი ოჯახური მიზეზების გამო შეიკავა.

0.111949