დღეს, მონტე-კარლოში ადგილობრივი “მონაკო” ტურინის “იუვენტუსს” უმასპინძლებს და ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გასვლას ეცდება. იტალიელთა მთავარმა მწვრთნელმა მატჩისწინა პრესკონფერენციაზე დასძინა, რომ “იუვენტუსს” გრძელი და რთული თამაში ელის, მაგრამ ნახევარფინალში გაღწევა შეუძლია.
“თუ ჟარდიმის ტაქტიკა მეცოდინება, ეს ჩვენთვის მცირე უპირატესობა იქნებოდა. მომდევნო ეტაპზე გასასვლელად ერთი გოლის გატანა მაინც გვჭირდება, ჩვენ მხოლოდ პატარა უპირატესობა გვაქვს”, - ამბობს ალეგრი.
“მონაკო” შეკრული გუნდია და თავდაცვა დიდებულად შეუძლია. შეტევაშიც ტექნიკური და სწრაფი მოთამაშეები ჰყავს. წინ გრძელი თამაში გველოდება.
ძირითადი შემადგენლობა ჯერჯერობით არ შემირჩევია, - აგრძელებს “იუვეს” თავკაცი, - ცვლილებები გადამწყვეტი იქნება, სიმონე პეპე ჩემს განკარგულებაშია. ხანგრძლივი პაუზის შემდეგ 12 მატჩის ჩატარება რთულია, მაგრამ მასაც შეუძლია გადამწყვეტი როლის შესრულება, თუმცა არმგონია, რომ თამაში ძირითადში დაიწყოს.
არტურო ვიდალი გაციების შემდეგ თავს კარგად გრძნობს და ჩილელი ითამაშებს.
ჩემს კარიერაში მეოთხედფინალში აქამდეც ვყოფილვარ, ახლა კი ნახევარფინალის დროც მოვიდა. მნიშვნელოვანი საღამო გველის. ჩვენ ახლოს ვართ სკუდეტოსთან და იტალიის თასის ფინალიც ვიმყოფებით. თუმცა საჭიროა ცხოვრება აწმყოთი და არა მომავლით.
როდესაც ივლისში აქ მოვედი, მჯეროდა, რომ მნიშვნელოვან სეზონს ჩავატარებდით. როგორც პრეზიდენტი ანიელი ამბობდა, პირველი მიზანი მარტის თვეში ყველა ფრონტზე ყოფნა იყო. იმედი მაქვს, დორტმუნდის შემდეგ, ბიჭები კიდევ ერთ ლამაზ საღამოს მოაწყობენ”.
ბოლოსკენ ალეგრიმ ჟურნალისტის კითხვას იმის შესახებ, რომ “იუვეს” უფრო მეტად სჭირდება ფალკაო, ვიდრე “მონაკოს”, შემდეგნაირად უპასუხა:
“მე კარგი ფეხბურთელები მყავს. მჯერა, რომ ამ ბარიერს გავივლით და ნახევარფინალში გავალთ”, - დაასრულა მასიმილიანომ.
“იუვენტუსს” პირველი შეხვედრა საკუთარ მოედანზე მინიმალური ანგარიშით, 1:0 აქვს მოგებული.