ფეხბურთი

15:24 | 22.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

ჟარდიმი: “იმედია თამაშის ბედს მსაჯები არ გადაწყვეტენ”

“მონაკოსა” და “იუვენტუსის” თამაშის წინ ფრანგთა თავკაცმა ლეონარდო ჟარდიმმა ჟურნალისტებთან ისაუბრა. მან იმედი გამოთქვა, რომ დღევანდელ შეხვედრაში გადამწყვეტ როლს ფეხბურთელები ითამაშებენ და არა მსაჯები.

“გვჭირდება შესანიშნავი თამაშის ჩატარება, განსაკუთრებით დაცვაში უნდა ვითამაშოთ ყურადღებით და კარგად. მხოლოდ ასე შეგვეძლება მომდევნო ეტაპზე გასვლა.

მართალია, ბოლო 3 საშინაო მატჩი არ მოგვიგია, მაგრამ ჩემპიონთა ლიგა სულ სხვა რამეა. სტუმრად უფრო მეტი გაგვაქვს, მაგრამ სტატისტიკა მთავარი არაა. ისეთივე თამაში უნდა გავიმეოროთ, როგორიც “ზენიტის” წინააღმდეგ ვაჩვენეთ.

მსაჯობა? – მე ყოველთვის მჯერა მათი მუშაობის. იმედი მაქვს დღევანდელი მატჩის ბედს ფეხბურთელები გადაწყვეტენ და არა შეხვედრის არბიტრები.

ტევესი? – “იუვეს” შეტევა ძლიერი ჰყავს, მაგრამ ყველა რგოლში დიდებული ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული. ისინი ძლიერები არიან და მხოლოდ ტევესი არ ჰყავთ. არამხოლოდ არგენტინელის, არამედ ყველა, თითოეული ფეხბურთელის მიმართ ყურადრებით უნდა ვითამაშოთ.

ჟერემი ტულალანი და ნაბილ დირარი კარგად არიან და მათ თამაში შეუძლიათ.

ვიმუშავებდი თუ არა იტალიაში? – იტალია ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო ქვეყანაა. მათი ჩემპიონატი ძალიან ძლიერია, მაგრამ ახლა აქ თავს კარგად ვგრძნობ”, - დაასრულა ჟარდიმმა.

“მონაკოს” მომდევნო ეტაპზე გასასვლელად ერთბურთიანი ჩამორჩენა აქვს აღმოსაფხვრელი.

0.113554