ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მეოთხედფინალურ მატჩში “ბარსელონამ” პსჟ-ს 2:0 მოუგო. შეხვედრის შემდეგ პარიზელთა ლიდერმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა აღნიშნა, რომ კატალონიელები უკეთესად თამაშობდნენ და გამარჯვება დაიმსახურეს.
“აშკარაა “ბარსელონა” უკეთესად თამაშობდა, მათ ეს გამარჯვება ნამდვილად დაიმსახურეს. კატალონიელებს ჩემპიონთა ლიგის მოგება შეუძლიათ. რაც შეეხება პსჟ-ს, შეუძლებელია მოკლე დროში დიდ წარმატებას მიაღწიო. ჩვენ ძალიან ძლიერ მოწინააღმდეგესთან დავმარცხდით”- იბრაჰიმოვიჩის სიტყვებს L’Eქუიპე ციტირებს.
ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში, ორი მატჩის ჯამში, “ბარსელონამ” პსჟ 5:1 დაამარცხა და ტურნირის ნახევარფინალში გავიდა.