ფეხბურთი

14:10 | 22.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

ოქრიაშვილი გამოჯანმრთელდა, ზარანდიას ორი კვირა სჭირდება

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი ნახევარმცველი თორნიკე ოქრიაშვილი გამოჯანმრთელდა და “გენკის” შემადგენლობაში სრული დატვირთვით ვარჯიშობს. ამის შესახებ ინტერნეტპორტალი voetbalnieuws.be ბელგიური კლუბის ოფიციალურ წყაროზე დაყრდნობით იუწყება.

რაც შეეხება ლუკა ზარანდიას, “გენკის” ახალგაზრდა ქართველ ლეგიონერს გამოსაჯანმრთელებლად ორი კვირა დასჭირდება. მას ფეხის ოთხთავა კუნთი გაწყვეტილი ჰქონდა და სათამაშო კონდიციების აღსადგენად ჯერჯერობით ინდივიდუალურად ვარჯიში მოუწევს.

0.128114