ჭადრაკი

12:47 | 22.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

ვიქტორია ჩმილიტე ჭადრაკისთვის ვეღარ მოიცლის

ცნობილი ლიტველი ქალი მოჭადრაკე, საერთაშორისო დიდოსტატი, ევროპის ექს-ჩემპიონი ვიქტორია ჩმილიტე თავისი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანო სეიმის დეპუტატი გახდა.

ვიქტორია ჩმილიტე ლიტვის პარლამენტში ლიბერალური პარტიის სიით მოხვდა, რომელიც ოპოზიციაში იმყოფება. ლიტვის სეიმის 141 წევრიდან 11 ლიბერალური პარტიის წარმომადგენელია.

ჩმილიტემ პრესასთან საუბარში განაცხადა: „მე ვმონაწილეობდი ლიტვის 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში. ლიბერალური პარტიის სიით პარლამენტის მიღმა დარჩენილი კანდიდატებიდან რიგით მეორე ვიყავი. პარლამენტში ჩვენი პარტიის ერთმა წარმომადგენელმა ევროპარლამენტში არჩევნები მოიგო, მეორე კი რამდენიმე კვირის წინ ქალაქ ვილნიუსის მერი გახდა. ამიტომ მივიღე პარლამენტში მუშაობის უფლება“.

გუშინ ჩმილიტემ ფიცი უკვე დადო და დეპუტატის დამადასტურებელი მანდატიც მიიღო. შეიძლება ითქვას, რომ ვიქტორია ჭადრაკისთვის, როგორც პროფესიონალი, ვეღარ მოიცლის, რადგან ისეთ მოწესრიგებულ ქვეყანაშიც კი, როგორიც ლიტვაა, პარტლამენტში საქმე თავზესაყრელია.

0.119086