აშკარად არ უმართლებს საკალათბურთო „ა“ ლიგის აუტსაიდერ გორის „დილას“, რომელიც ყველა შეხვედრაში ბოლომდე იბრძვის, ხშირად ანგარიშიც კი მიჰყავს, მაგრამ სარბიელს მაინც დამარცხებული ტოვებს. ასე იყო ასპარეზობის ერთ-ერთ ლიდერ „არენა-76“-თან შეხვედრაში. იყო მომენტი როცა „დილა“ ლიდერობდა, მაგრამ ბოლოს მაინც დამარცხდა. მატჩის საბოლოო ანგარიშია 89:83 „არენა-76“-ის სასარგებლოდ.
ამ შეხვედრაში 27-27 ქულით ყველაზე შედეგიანები „არენა-76“-ის ამერიკელი ლეგიონერი ჯერემი ბაინუმი და „დილას“ მძიმე ფორვარდი, ვეტერანი კალათბურთელი ზვიად ბაბიაშვილი იყვნენ. სამმაგ დუბლამდე ორი ჩაჭრა დააკლდა „არენა-76“-ს ფორვარდ ზურაბ მაჩალაძეს, რომლის ანგარიშზეც 17 ქულა, 10 მოხსნა და 8 ჩაჭრა დაფიქსირდა. ასევე ორმაგი დუბლის ავტორი გახდა მისი თანაგუნდელი, უკრაინელი ალექსანდრ კოსენკოვი, რომლის ანგარიშზეც 22 ქულა და 14 მოხსნაა.
დილა - არენა-76 83:89
(23:22, 24:18, 19:26, 17:23)
„ა“ ლიგის მე-6 ტურის ბოლო მესამე შეხვედრა 24 აპრილს წყალტუბოში შედგება, სადაც ადგილობრივი გუნდი სეუ-ჰიუნდაის უმასპინძლებს.







