ჭადრაკი

11:25 | 22.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

კარლსენმა და სომ ადგილები გაცვალეს

აზერბაიჯანის ქალაქ შამქირში მიმდინარე ვუგარ გაშიმოვის სახელობის ვაჟ მოჭადრაკეთა გრანდიოზულ ტურნირზე მე-5 ტურის პარტიები გათამაშდა. რაღა თქმა უნდა, განსაკუთრებული ინტერესს იწვევდა შეხვედრები ლიდერთა მონაწილეობით. ასპარეზობის ერთპიროვნული ლიდერი უესლი სო (აშშ) მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონ ვიშვანათან ანანდთან (ინდოეთი) დამარცხდა. ამით ისარგებლა მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა მაგნუს კარლსენმა (ნორვეგია), რომელმაც ფრანგ მაქსიმ ვაშიე-ლაგრავს დააყრევინა ფარ-ხმალი და ასპარეზობის ერთპიროვნული ლიდერი გახდა.

მე-5 ტურის შეხვედრათა ტექნიკური შედეგები

მამედოვი (აზერბაიჯანი) - ადამსი (ინგლისი) 0.5-0.5

ანანდი (ინდოეთი) - სო (აშშ) 1-0

მამედიაროვი (აზერბაიჯანი) - კრამნიკი (რუსეთი) 1-0

კარუანა (იტალია) - გირი (ჰოლანდია) 0.5-0.5

კარლსენი (ნორვეგია) - ვაშიე-ლაგრავი (საფრანგეთი) 1-0

22 აპრილი დასვენების დღეა.

მე-6 ტური, 23 აპრილი

ადამსი - ვაშიე-ლაგრავი

გირი - კარლსენი

კრამნიკი - კარუანა

სო - მამედიაროვი

მამედოვი - ანანდი

სატურნირო მდგომარეობა 5 ტურის შემდეგ

I კარლსენი 4 ქულა

II სო 3.5

III ანანდი 3

IV-V კრამნიკი, მამედიაროვი 2.5-2.5

VI-IX გირი, კარუანა, ვაშიე-ლაგრავი, მამედოვი 2-2

X ადამსი 1.5

0.125027