ჭადრაკი

11:08 | 22.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

რუსეთი ისევ აუტსაიდერად რჩება

ვაჟ მოჭადრაკეთა მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე მესამე ტურის პარტიები გათამაშდა. ტურნირის რეიტინგ-ფავორიტი რუსეთი ზედიზედ ორი წაგების შემდეგ, მძიმე ბრძოლაში ჩინეთს დაუზავდა. პირველი ქულა კი აიღო, მაგრამ მაინც აუტსაიდერად რჩება.

შესანიშნავად თამაშობს კუბა, რომელმაც უკრაინის დამარცხების შემდეგ ამჯერად ასპარეზობის მასპინძელი სომხეთი დაამარცხა და ისრაელთან ერთად 5-5 ქულით სატურნირო ცხრილის სათავეში იმყოფება.

მე-3 ტურის შეხვედრათა ტექნიკური შედეგები

ისრაელი - ინდოეთი 3.5-0.5

უკრაინა - ეგვიპტე 4-0

კუბა - სომხეთი 2.5-1.5

ჩინეთი - რუსეთი 2-2

აშშ - უნგრეთი 1.5-2.5

მე-4 ტურის შეხვედრათა განრიგი

ინდოეთი - უნგრეთი

რუსეთი - აშშ

სომხეთი - ჩინეთი

ეგვიპტე - კუბა

ისრაელი - უკრაინა

სატურნირო მდგომარეობა 3 ტურის შემდეგ

I-II ისრაელი, კუბა 5-5 ქულა

III-V უნგრეთი, უკრაინა, ჩინეთი 4-4

VI ინდოეთი 3

VII სომხეთი 2

VIII-X აშშ, ეგვიპტე, რუსეთი 1-1

0.112365