ფეხბურთი

20:56 | 21.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

გიგლა იმნაძე “გურიას” მთავარ მწვრთნელად დაბრუნდა

საფეხბურთო კლუბ ლანჩხუთის “გურიას” მთავარი მწვრთნელის პოსტზე თემურ ლორიას ნაცვლად გიგლა იმნაძე იმუშავებს.

55 წლის სპეციალისტმა, რომელსაც “გურიაში” ადრეც უმუშავია და ბოლო დრომდე ლორიას ეხმარებოდა, 21 აპრილს გუნდი პირველად ავარჯიშა. კლუბის ხელმძღვანელობა მას ოფიციალურად 22 აპრილს წარადგენს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის განვლილ ტურში ქუთაისის “ტორპედოსთან” საშინაო მარცხის (1:3) შემდეგ, ლანჩხუთის გამგებელმა და “გურიას” პრეზიდენტმა ზაზა ურუშაძემ გუნდის თავკაცი თემურ ლორია თანამდებობიდან დაითხოვა.

0.116125