ფეხბურთი

20:07 | 21.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

საკრებულომ “ზესტაფონს” დაფინანსებაზე უარი უთხრა (+VIDEO)

ქალაქ ზესტაფონის საკრებულომ 21 აპრილს გამართულ რიგგარეშე სხდომაზე საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონს” დაფინანსებაზე უარი უთხრა. ამის შესახებ “მსოფლიო სპორტს” ჟურნალისტმა ოთო გიორგაძემ აცნობა.

სხდომაზე “ზესტაფონის” დაფინანსების საკითხს კენჭი როდესაც უყარეს, კლუბისთვის თანხის გამოყოფის მოწინააღმდეგე 16 დეპუტატი აღმოჩნდა, ხოლო მომხრე – 13. მოწინააღმდეგეთა მთავარი არგუმენტი იყო, რომ “ზესტაფონის” დაფინანსების შემთხვევაში იურიდიულად მართლები არ იქნებოდნენ და კანონს დაარღვევდნენ.

დაფინანსების მომხრეებმა მათ “სამტრედიის” მაგალითი შეახსენეს, რაზეც პასუხად მიიღეს: “სამტრედიაზე” ვერაფერს გეტყვითო”. სხდომას ყველა დეპუტატი არ დაესწრო, რადგან ზოგიერთს კლუბის წინააღმდეგ თავისი პოზიციის ღიად დაფიქსირება არ სურდა.

საკრებულოს თავჯდომარე დავით მაღრაძემ აღნიშნა, რომ ზესტაფონში არიან მწვრთნელები, ბავშვები და ყველაფერს ნულიდან დაიწყებენ.

საკრებულოს შენობაში კლუბის გულშემატკივრებიც იმყოფებოდნენ, ხოლო მათი ნაწილი ვერდიქტს გარეთ ელოდებოდა. დეპუტატებს “ზესტაფონის” ფანკლუბის თავჯდომარე კოტე ბოჭორიშვილმაც მიმართა და კლუბის მხარდაჭერისკენ მოუწოდა. საკრებულოს გადაწყვეტილება გულშემატკივრებმა ხმაურიანად გააპროტესტეს, მაგრამ ეს რომ საქმეს ვეღარ უშველის ფაქტია.

თეგებიზესტაფონი
0.115441