ფეხბურთი

18:49 | 21.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

ვიდალი “მონაკოსთან” ითამაშებს

ტურინის “იუვენტუსის” ჩილელი ნახევარმცველი არტურო ვიდალი ბოლო ინფორმაციით, ოთხშაბათს, “მონაკოს” წინააღმდეგ გასამართ მატჩში მონაწილეობის მიღებას შეძლებს. ჩილელ ფეხბურთელს ვირუსი ჰქონდა, თუმცა მან დღეს დილით გუნდთან ერთად ვარჯიშიც მოახერხა, ხოლო ცოტა ხნის წინ, მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ვიდალის ხვალინდელ მატჩში მონაწილეობის საკითხი “ბებერი ქალბატონის” მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმაც დაადასტურა.

“მონაკო”-“იუვენტუსის” შეხვედრა 22 აპრილს ლუი II-ის სახელობის სტადიონზე თბილისის დროით 22:45 წუთზე დაიწყება.

0.166043