ფეხბურთი

18:30 | 21.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

ქართველების მატჩები გერმანულ ლიგებში

გერმანიის A ჯუნიორენ ნეიდერჰეინლიგის 22-ე ტურში ვატო მურჯიკნელის “ბვ დიუსელდორფმა” გასვლით მატჩში 2:1 დაამარცხა “ჰამბორნი”. საქართველოს 17 წლამდე ნაკრების ყოფილმა მცველმა მატჩი სრულად ჩაატარა. ქართველი ფეხბურთელის გუნდი 14 გუნდიან ჩემპიონატში 29 ქულით მე-8 ადგილზეა.

გერმანიის კარლსბერგ-ლიგა ზაარლანდში 29-ე ტურის მატჩები გაიმართა. “კოლერბახმა”, რომლის მოთამაშე-მწვრთნელი დავით ბახტაძეა, საშინაო შეხვედრაში 4:2 დაამარცხა “ჰამერსდორფი”. ქართველმა ფორვარდმა მატჩი სრულად ჩაატარა და დუბლის შესრულება შეძლო. 59-ე წუთზე ანგარიში 2:0 გახადა, მატჩის მიწურულს კი შეხვედრის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. დავით ბახტაძის გუნდი 18 გუნდიან ჩემპიონატში 43 ქულით მე-8 ადგილზეა.

გერმანიის ვერბანდსილიგის ჩრდილო-აღმოსავლეთ მხარის ჩემპიონატში 24-ე ტურის მატჩები გაიმართა. “ბილესმენგენ-ბოლხენმა”, რომლის მოთამაშე-მწვრთნელი დიმიტრი აბაზაძეა, საშინაო შეხვედრაში 2:1 დაამარცხა “ჰაბახი”. ვეტერანმა ქართველმა მცველმა მატჩი სრულად ჩაატარა, მისი გუნდი 16 გუნდიან ჩემპიონატში 41 ქულით მე-5 ადგილზეა.

გერმანიის საშენ ლანდესკლასეს ჩემპიონატის ჩრდილოეთ ზონაში “ლვბ ლაიფციგმა” 22-ე ტურში სტუმრად “ბორნერის” წინააღმდეგ ფრედ 2:2 ითამაშა. ლაიფციგელთა მოთამაშა-მწვრთნელ ხვიჩა შუბითიძეს არ უთამაშია. 16 გუნდიან ჩემპიონატში “ლვბ ლაიფციგი” 5 ქულით ბოლო ადგილზეა.

შეგახსენებთ, 40 წლის შუბითიძეს 2003-2005 წლებში გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში “აუეს” მაისურით უთამაშია. მეორე ბუნდესლიგაში 46 მატჩი ჩაატარა, მის ანგარიშზე 9 გოლი და 2 საგოლე პასია.

გერმანიის ჰამბურგ-ბეზირკსლიგის გათამაშების 25-ე ტურში “გენჩლერბირლიგ ჰომბურგმა” შინ 8:1 დაამარცხა “ბლიკვაილერი”. დამარცხებულთა მოთამაშე-მწვრთნელ მელორ ბიგვავას არ უთამაშია. ბიგვავას კლუბი 16 გუნდიან ჩემპიონატში 52 ქულით მე-2 ადგილზეა. 52 წლის მელორ ბიგვავა თბილისის “დინამოსა” და ქუთაისის “ტორპედოს” ყოფილი ფეხბურთელია, მას ასევე უთამაშია საქართველოს ეროვნულ ნაკრებში.

0.120384