ჭადრაკი

17:49 | 21.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

აზერბაიჯანი გრანდიოზულ ტურნირს მასპინძლობს

როცა ვაჟ მოჭადრაკეთა ნაკრები გუნდები მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატში ასპარეზობენ, აზერბაიჯანის ქალაქი შამქირი გრანდიოზულ საჭადრაკო ტურნირს მასპინძლობს, რომელშიც 10 მოჭადრაკე მონაწილეობს. მათ შორისაა მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი მაგნუს კარლსენი (ნორვეგია) და ვიცე-ჩემპიონი ვიშვანათან ანანდი (ინდოეთი). ოთხი ტურის შემდეგ ასპარეზობას 3,5 ქულით ერთპიროვნულად ლიდერობს ამერიკელი უესლი სო, ლიდერს ნახევარი ქულით კარლსენი ჩამორჩება. 2,5 ქულით მესამე ადგილზე მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონი ვლადიმირ კრამნიკი (რუსეთი) იმყოფება.

0.124747