საფეხბურთო კლუბ ბაქოს “ინტერის” მეკარე გიორგი ლომაია თანაგუნდელებს პრემიერლიგისა და აზერბაიჯანის თასის უახლოეს მატჩებში ვერ დაეხმარება.
ინტერნეტპორტალ azerisport.com-ის ინფორმაციით, ქართველმა მეკარემ ვარჯიშზე მხარი დაიზიანა და ჯერ უცნობია, წვრთნას როდის განაახლებს.
მიმდინარე სეზონში 35 წლის ლომაია სასტარტო შემადგენლობაში ძალიან იშვიათად თამაშობს და “ინტერში” მხოლოდ 2 მატჩი ჩაატარა.