ესპანური მედიის ინფორმაციით, “ფურია როხას” და მადრიდის “რეალის” შემტევმა ნახევარმცველმა ისკო შესაძლოა კარიერა “მანჩესტერ სიტიში” გააგრძელოს. “ქალაქელები” დავიდ სილვას შემცველად სწორედ 23 წლის ფეხბურთელს მოიაზრებენ და ესპანელის გადაბირებას ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში შეეცდებიან.
ინგლისელები მზად არიან ფეხბურთელის სანაცვლოდ “სამეფო გუნდს” 5 მილიონი გირვანქა შესთავაზონ. ისკოს მიმართ ინტერესს კატალონიის “ბარსელონაც” იჩენს.
ფეხბურთელს მადრიდელებთან კონტრაქტი 2018 წლის ივლისამდე აკავშირებს და ხელშეკრულებაში ჩადებული პუნქტის თანახმად, ისკოს “რეალი” 150 მილიონ ევროს სანაცვლოდ დათმობს. ახალგაზრდა მოთამაშემ მიმდინარე სეზონში 45 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 5 გოლი და 13 საგოლე გადაცემა შეასრულა. ისკოს სატრანსფერო ღირებულება ამ ეტაპზე 45 მილიონი ევროა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ბევრი იყო ესეთი პერსპექტიული მაგრამ მერე ვერ განვითარდნენ
მაგრამ ძაან გაანიავა თავისი საქციელით
არადა როგორი პესპექტიული ჩანდა
ოხ ბალო ბალო
ავარიის ოქმი ხომ არ გექნებათ რომ გამოაქვეყნოთ?!