ინგლისური გამოცემების მტკიცებით, ინგლისის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი ჯორდან ჰენდერსონი “ლივერპულთან” ახალ ხუთწლიან კონტრაქტს გააფორმებს და კვირაში ანაზღაურების სახით 100 000 გირვანქა ექნება. ფეხბურთელს “მერსისაიდელებთან” ხელშეკრულება 2016 წლის ივლისამდე აკავშირებს.
ჯერჯერობით ლივერპულელები და თავად ფეხბურთელიც აღნიშნულ ინფორმაციას ოფიციალურად არ ადასტურებენ. თუმცა მოსალოდნელია, რომ უახლოეს მომავალში ჰენდერსონს “ენფილდზე” დარჩენის ვადას უახლოეს მომავალში გაუხანგრძლივებენ.
მიმდინარე სეზონში 24 წლის ნახევარმცველმა 47 მატჩში 7 გოლი გაიტანა, 14 საგოლე გადაცემაც შეასრულა, სატრანსფერო ღირებულება კი 5 მილიონით გაიზარდა და ამჟამად მისი ღირებულება 23 მილიონ ევროს შეადგენს.