გერმანიის ეროვნული ნაკრების და მილანის “ინტერის” თავდამსხმელმა ლუკაშ პოდოლსკიმ განაცხადა, რომ მომდევნო სეზონში ლონდონის “არსენალში” თამაშს იმედოვნებს. ფეხბურთელი “მეთოფეებს” იტალიურ გუნდში ნახევარი სეზონით ჰყავთ განათხოვრებული.
“როდესაც “არსენალში” დავბრუნდები, ვფიქრობ, თამაშის შანსი მექნება. ინგლისურ კლუბში კიდევ ერთი წელი დავრჩები. ამჟამად თავს კარგად ვგრძნობ და ყველაფერი კარგად მიდის. ლონდონურ გრანდში დიდებული დრო გავატარე, ვიტანდი გოლებს და საგოლე გადაცემებსაც ვასრულებდი. მიმდინარე სეზონის ნახევარი რთული აღმოჩნდა და ამიტომაც შევიცვალე გუნდი”, - განაცხადა პოდოლსკიმ.
ლუკაშმა იტალიურ გუნდში ჩემპიონატსა და თასზე ჯამში 12 შეხვედრა ჩაატარა და თავი მხოლოდ 3 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.