"მილუოკი ბაქზმა" ნბა-ს პლეო ოფის სასტარტო სერიის მეორე მატჩი დათმო "ჩიკაგო ბულზთან" 82:91. მატჩის მიწურულს ფაჩულია ჩიკაგოელ ნიკოლა მიროტიჩთან ბურთისთვის ბრძოლისას წაკინკლავდა, რისთვისაც ორივემ ტექნიკური ჯარიმა მიიღო. ზაზასთვის ეს მატჩში მეორე ტექნიკური იყო და მას პარკეტი ვადაზე ადრე დაატოვებინეს.







