საქართველოს ფუტსალის ეროვნულ ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს.
ალიკ სარქისიანის ნაცვლად ფუტსალისტებს ლევან გრიგოლია უთავკაცებს, რომელსაც თავის დროს საქართველოს ფუტსალის ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტად უმუშავია.
მიმდინარე წლის 18-21 მარტს, სარქისიანის ხელმძღვანელობით ნაკრებმა ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის მეორე შესარჩევ ციკლში მე-7 ჯგუფში იასპარეზა, სადაც სამივე მატჩი წააგო.
ქართველები პორტუგალიასთან 0:7 დამარცხდნენ, მასპინძელ რუმინეთთან - 1:4 და ყაზახეთთან - 0:4.