ჩოგბურთი

12:04 | 21.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

ცივაძე ყაზახურ ტურნირში ჩაება

ქართველი ჩოგბურთელი გიორგი ცივაძე ყაზახეთის ქალაქ ჩიმკენტში იმყოფება და სანამ საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 15 ათასი დოლარი) ერთეულთა ბადეში ჩაებმებოდეს, წყვილთა შეჯიბრის მატჩი ჩაატარა.

ცივაძე და უკრაინელი გლებ ალეკსეენკო პირველი რეიტინგის მქონე ბელარუსულ წყვილს (შილა-ვასილევსკი) გაეჯიბრნენ და მართალია, დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს, საბოლოოდ, 6:7 (2:7), 5:7 დამარცხდნენ.

უკვე ცნობილია ერთეულთა ბადეში ცივაძის პირველი მეტოქეც. ის უკრაინელი ალექსანდრ კუშაკოვია. ცნობისთვის, 22 წლის ბათუმელ ჩოგბურთელს მსოფლიო რეიტინგში 866-ე ადგილი უკავია.

0.131042