“მანჩესტერ იუნაიტედის” ჰოლანდიელმა თავდამსხმელმა რობინ ვან პერსიმ ტრავმა მოიშუშა და ახალგაზრდული გუნდის შემადგენლობაში “ლესტერის” წინააღმდეგ სასტარტო შემადგენლობაში ითამაშა.
ამის შესახებ “მანჩესტერის” ოფიციალური “თვითერი” იუწყება.
ტერფის ტრავმის გამო 31 წლის ფეხბურთელს თებერვლის შემდეგ არ უთამაშია. გასულ შაბათს, “ჩელსისთან” მატჩში ის სათადარიგოთა შორის იყო, მაგრამ მოედანზე არ გასულა. აღსანიშნავია, რომ 21-წლამდელთა გუნდში სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ ევანსი, რაფაელი და იანუზაი.