“ვოლფსბურგის” ბელგიელმა ნახევარმცველმა კევინ დე ბრუინმა შესაძლოა ევროპის ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის განმეორებითი მატჩი გამოტოვოს.
Bild-ის ცნობით, 23 წლის ფეხბურთელმა ბუნდესლიგის 29-ე ტურში გელზენკირხენის “შალკესთან” ფრედ დასრულებულ შეხვედრაში (1:1) ფეხი დაიზიანა. აღსანიშნავია, რომ დე ბრუინმა გელზენკირხენელებს გოლი გაუტანა, მაგრამ ზემოთნახსენები ტრავმის გამო მისი “ნაპოლის” წინააღმდეგ თამაში კითხვის ნიშნის ქვეშაა.
შეგახსენებთ, რომ პირველ მატჩში იტალიელებმა გერმანელებს სტუმრად 4:1 მოუგეს და ახლა, იმისათვის, რომ “ვოლფსბურგმა” ნახევარფინალში გააღწიოს, სტუმრად “ნაპოლის” მინიმუმ 4 გოლი უნდა გაუტანოს.