ფეხბურთი

10:39 | 21.04.2015 | ნანახია NaN - ჯერ

ფრონცეკმა “ჰანოვერი” ჩაიბარა

ბუნდესლიგაში დარჩენისთვის მებრძოლი “ჰანოვერი” მიმდინარე სეზონის ბოლომდე მიხაელ ფრონცეკმა ჩაიბარა. კლუბის ოფიციალურმა საიტმა უკვე დაადასტურა, რომ ტაიფუნ კორკუტის წასვლის შემდეგ გათავისუფლებული ადგილი სწორედ ზემოთნახსენებმა გერმანელმა სპეციალისტმა დაიკავა.

51 წლის ფრონცეკს აქამდე აახენის “ალემანიაში”, “არმინიაში”, “გლადბახში” და “ზანქტ პაულში” უმუშავია. ბუნდესლიგის დასრულებამდე 5 ტურით ადრე, “ჰანოვერი” 29 ქულით მე-14 ადგილზეა და ბოლო ადგილზე მყოფ “ჰამბურგს” მხოლოდ 4 ქულით უსწრებს. თუ გუნდმა შეძლო უძლიერესთა შორის ადგილის შენარჩუნება, ფრონცეკი “ჰანოვერში” კარგა ხნით დარჩება.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

10:27 | 01.11.2019
APOKALIPSIS (101)

ეს და კოუტინიო ორი ჩო*ლარი

00:33 | 01.11.2019
federerjamesliverpooldelpotro (17151)

ესეც ლიგის მოსაგებად რო წავიდა ლივერპულიდან კოუტინიოს მსგავსად საყეეთი

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.065024
სარეკლამო ადგილი - 99
X x X