კალათბურთი

23:46 | 20.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

შერმადინის ჩუბინობა კრემონელებთან

გიორგი შერმადინის “კანტუმ” იტალიის ჩემპიონატის საპლეიოფო რვეულში შესასვლელად უმნიშვნელოვანესი მატჩი მოიგო. ქართველი ცენტრის გუნდი ერთ-ერთ უშუალო კონკურენტ “ვანოლი კრემონას” დაუხვდა და 79:76 სძლია.

შერმადინი მასპინძელთა რიგებში გამორჩეული გახლდათ. გიორგიმ 3-ვე ორქულიანი და 4-ვე საჯარიმო ჩააგდო ანუ ტყორცნა არ გაუცუდებია და 10 ქულას 5 მოხსნა და 1 ჩაჭრა წაამატა. ქართველმა ცენტრმა 17 წუთში ბურთი ერთხელ დაკარგა, 2 პერსონალური ფოლი მიიღო და მის წინააღმდეგაც 2-ჯერ დაჯარიმდნენ.

შედეგად, შერმადინის სარგებლიანობის კოეფიციენტმა 15-ს უწია, რითაც იგი კანტუელთა რიგებში მხოლოდ სტეფანო ჯენტილეს ჩამორჩა. ამ უკანასკნელმა 16 ქულა ჩააგდო.

“კანტუმ” 13 მოგება და 14 მარცხი მოაგროვა და 27 ტურის თავზე მეთერთმეტედან ერთბაშად მე-7 ადგილზე აინაცვლა, რაც პლეი-ოფში თამაშის უფლებას იძლევა.

შერმადინის კლუბი მომდევნო მატჩს 26 აპრილს ჩაატარებს, როდესაც ერთ-ერთ ლიდერ “რეჯიო ემილიას” ესტუმრება.

0.11166