ფეხბურთი

22:20 | 20.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

ყაზაიშვილი ერედივიზიონის ტურის სიმბოლურში მოხვდა

ცნობილმა ჰოლანდიურმა გამოცემამ Soccernews.nl-მ ერედივიზიონის 31-ე ტურის სიმბოლური გუნდი გამოაქვეყნა.

კვირის საუკეთესო თერთმეტეულში მოხვდა საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და არნემის "ვიტესის" ნახევარმცველი ვაკო ყაზაიშვილი, რომელმაც "დორდრეხტთან" მოგებულ (3:0) შეხვედრაში დუბლი შეასრულა.

ყველაზე მეტი, ოთხი ფეხბურთელი კი პსვ-დანაა წარდგენილი, რომელმაც შინ "ჰერენვენი" დაამარცხა (4:1) და ჰოლანდიის ჩემპიონობა გაიფორმა.

31-ე ტურის სიმბოლური ასე გამოიყურება:

მეკარე:
რუველაარი ("ბრედა");
მცველები: ლუკასენი ("ალკმაარი"), ვრენდსი ("იგლზი"), ბრუკერსი ("ჰერაკლესი"), ვილემსი (პსვ);
ნახევარმცველები: გუდელი ("ალმაარი"), ყაზაიშვილი ("ვიტესი"), გუარდადო (პსვ);
თავდამსხმელები: ჩერი ("გრონინგენი"), ლუკ დე იონგი, დეპაი (ორივე პსვ);

აღსანიშნავია, რომ გასული ტურის სიმბოლურში გურამ კაშია მოხვდა.

0.10569