ჭადრაკი

21:56 | 20.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

რუსეთი გამოკვეთილი აუტსაიდერია

ჩინეთში მიმდინარე ვაჟ მოჭადრაკეთა გუნდურ ჩემპიონატზე მეორე ტურის პარტიები გათამაშდა. შეიძლება ითქვას, რომ ასპარეზობა სენსაციით დაიწყო. პირველ ტურში უკრაინასთან 1.5:2.5 დამარცხების შემდეგ რუსეთი ანალოგიური ანგარიშით ამჯერად კუბასთან დამარცხდა და ნული ქულით აუტსაიდერია და ბოლო, მე-10 ადგილზე იმყოფება. ასევე მოულოდნელი შედეგი დაფიქსირდა ეგვიპტე - ისრაელის შეხვედრაში. ამ უკანასკნელმა აფრიკის ჩემპიონის დამარცხება ვერ შეძლო და მხოლოდ ნახევარი ქულით დაკმაყოფილდა.

მეორე ტურის შეხვედრათა ტექნიკური შედეგები

ინდოეთი - აშშ 2-2

უნგრეთი - ჩინეთი 2-2

რუსეთი - კუბა 1.5-2.5

სომხეთი - უკრაინა 2.5-1.5

ეგვიპტე - ისრაელი 2-2

21 აპრილი, მესამე ტური

ისრაელი - ინდოეთი

უკრაინა - ეგვიპტე

კუბა - სომხეთი

ჩინეთი - რუსეთი

აშშ - უნგრეთი

სატურნირო მდგომარეობა ორი ტურის შემდეგ

I-IV კუბა, ინდოეთი, ჩინეთი, ისრაელი 3-3ქულა

V-VII უკრაინა, სომხეთი, უნგრეთი 2-2

VIII-IX აშშ, ეგვიპტე 1-1

X რუსეთი 0

0.114823