მადრიდის "რეალის" ნახევარმცველი გარეტ ბეილი "მალაგასთან" მოგებულ (3:1) შეხვედრაში მიღებული ტრავმის გამო 2-3 კვირას იუქმებს.
უელსელმა ფეხბურთელმა დღეს სრულფასოვანი სამედიცინო შემოწმება გაიარა, რომელმაც აჩვენა, რომ გარეტს მარცხენა ფეხის კუნთი აქვს დაშავებული.
შესაბამისად, ბეილს ჩემპიონთა ლიგაზე "ატლეტიკოსთან" გასამართი 1/4 ფინალური ეტაპის განმეორებითი შეხვედრის გამოტოვება მოუწევს. იმ შემთხვევაში, თუ "რეალი" შემდეგ ეტაპზე გავა, მისი თამაში პირველ მატჩში საეჭვო იქნება. 1/2 ფინალური შეხვედრები 5/6 და 12/13 მაისს გაიმართება.
ბეილის გარდა, "ატლეტიკოსთან" გასამართ დაპირისპირებას სამი ხედირა, ქარიმ ბენზემა, ლუკა მოდრიჩი და მარსელო გამოტოვებენ.