ჩინეთის ქალაქ ჩენდუში ქალთა ტურნირის პარალელურად ვაჟებიც ასპარეზობენ, სადაც ასევე 10 გუნდი გამოდის. სამწუხაროდ, საქართველოს ნაკრები ამ ჩემპიონატზე დაბალი რეიტინგის გამო ვერ მოხვდა. კენჭისყრის შემდეგ გუნდები ასე განაწილდნენ I-ეგვიპტე, II-ისრაელი, III-უკრაინა, IV-კუბა, V-ჩინეთი, VI-აშშ, VII-უნგრეთი, VIII-რუსეთი, IX-სომხეთი, X-ინდოეთი. აღნიშნულ ტურნირზე ყველაზე მაღალი რეიტინგის მქონე მოჭადრაკეებით რუსეთის ნაკრებია დაკომპლექტებული, რომელიც პირველ ტურში უკრაინას შეხვდა, უკრაინელმა შეძლეს მეტოქის 2,5-1,5 დამარცხება და მიმდინარე ჩემპიონატში პირველი 2 ქულა მოიპოვეს. ასევე დამარცხდა ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტი სომხეთის ნაკრები, რომელმაც 1,5-2,5 ისრაელთან წააგო.
პირველი ტურის შეხვედრათა ტექნიკური შედეგები
ისრაელი – სომხეთი 2,5-1,5
უკრაინა – რუსეთი 2,5-1,5
ეგვიპტე – ინდოეთი 3-1
კუბა – უნგრეთი 2-2
ჩინეთი – აშშ 2,5-1,5
მეორე ტურის შეხვედრათა განრიგი
ინდოეთი – აშშ
უნგრეთი – ჩინეთი
რუსეთი – კუბა
სომხეთი – უკრაინა
ეგვიპტე - ისრაელი