ჩოგბურთი

18:09 | 20.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

ქვაცაბაია ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

ქართველი ჩოგბურთელი სოფო ქვაცაბაია იტალიის ქალაქ სანტა მარგერიტა დი პულაში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 25 ათასი დოლარი) ძირითად ბადეში გასვლას ცდილობდა, თუმცა, მიზანს ვერ მიაღწია.

მე-9 ნომრად განთესილმა ქვაცაბაიამ პირველ რაუნდში შვეიცარიელი ჯილ ტეიჩმანი 6:4, 6:4 დაამარცხა, შემდეგ წრეში კი მე-3 რეიტინგის მქონე გერმანელ ენ შაფერთან 6:4, 2:6, 1:6 წააგო.

0.114346