ბრიტანული მედიის ინფორმაციით, სლოვაკეთის ეროვნული ნაკრების და “ლივერპულის” მცველმა მარტინ შკრტელმა შესაძლოა კარიერა ბუნდესლიგის ბინადარ “ვოლფსბურგში” გააგრძელოს.
30 წლის ფეხბურთელს “მერსისადელებთან” კონტრაქტი 2016 წლის ივლისამდე აკავშირებს და ჯერჯერობით კლუბთან ხელშეკრულების გახანგრძლივების თაობაზე რეალური მოლაპარაკება არ დაწყებულა.
გერმანელები კი შემადგენლობის გაძლიერების გაგრძელებას გეგმავენ. ზამთრის სატრანსფერო პერიოდში “მგლებმა” უკვე გადაიბირეს მსოფლიოს ჩემპიონი და ინგლისური გრანდის ლონდონის “ჩელსის” ფეხბურთელი ანდრე შურლე.
მიმდინარე სეზონში შკრტელმა ყველა ტურნირზე 41 შეხვედრა ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა. სლოვაკი მოედანზე თითქმის შეუცვლელად ასპარეზობს. მარტინის სატრანსფერო ღირებულება ამ ეტაპზე 13 მილიონ ევროდაა შეფასებული.