ფეხბურთი

14:24 | 20.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

ყაზაიშვილი ბოლო წუთებზე გატანილი გოლების საიდუმლოს ვერ ხსნის

ჰოლანდიის ერედივიზიონის 31-ე ტურში სახლში “დორდრეხტთან” მოგებული (3:0) მატჩის მერე, არნემის “ვიტესის” რიგებში დუბლის შემსრულებელმა შემტევმა ნახევარმცველმა ვაკო ყაზაიშვილმა, გამოცემა De Telegraaf-თან საუბარში თანაგუნდელები შეაქო.

“ბევრი თავისუფალი სივრცე მაქვს ხოლმე და მარკო ვეჯინოვიჩი, დევი პროპერი, ხოლო განვლილ მატჩში ჯოშ მაკიხრენი კარგ პასებს მაძლევენ. მე მათ გამოყენებას ვცდილობ” – აღნიშნა 22 წლის ფეხბურთელმა.

ყაზაიშვილს არნემელთა პირველ გუნდში ჰოლანდიური კარიერის განმავლობაში სულ 13 გოლი გაუტანია, რომელთაგან 11, მატჩის მეორე ტაიმზე მოდის. მიმდინარე სეზონი მისთვის საუკეთესოა, რადგან 30 მატჩში მეტოქეთა კარი 8-ჯერ აიღო.

“ხშირად ბოლო წუთებზე გამაქვს. საიდუმლო რაა? ვერ გეტყვით. არ ვიცი. მე ჩემს პოზიციაზე მაყენებენ და ბევრი სათამაშო დრო მაქვს. უახლოეს მატჩებზე კონცენტრირება და ქულების დაგროვება გვმართებს” – თქვა ყაზაიშვილმა.

0.13978