ჩოგბურთი

12:56 | 20.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

ორნი სტამბოლში

თურქეთის ქალაქ სტამბოლში სტარტი აიღო 50-ათასიანმა ტურნირმა, რომელშიც 2 ქართველი ჩოგბურთელიც ჩაება.

უფრო სწორად რომ ვთქვათ, თავისი მატჩი უკვე მხოლოდ ეკატერინე გორგოძემ ჩაატარა და საკვალიფიკაციო ბადის პირველ რაუნდში პოლონელ მაგდალენა ფრეჩთან 4:6, 5:7 წააგო, არადა, ეკატერინეს მე-6 განთესვა გააჩნდა.

პირდაპირ ძირითად ბადეშია დაშვებული საქართველოს პირველი ჩოგანი სოფო შაფათავა, რომელიც საწყის რაუნდში ბიტანელ ნაომი ბროადის დაუპირისპირდება.

ბარემ აქვე ვთქვათ, რომ ქალთა საჩოგბურთო ასოციაციის განახლებულ რეიტინგში შაფათავა 17 ადგილით დაწინაურდა და 186 ქულით 242-ე პოზიციაზე იმყოფება. სულ, კლასიფიკაციაში 8 ქართველი გოგონაა:

242 (259). სოფო შაფათავა – 186 ქულა; 330 (326). ეკატერინე გორგოძე – 110; 399 (393). სოფო ქვაცაბაია – 80; 563 (548). მარიამ ბოლქვაძე – 38; 566 (560). ოქსანა კალაშნიკოვა – 37; 880 (873). მაკა ჩახნაშვილი-რანცინგერი – 13; 1109 (1107). თამარ კუტუბიძე – 5; 1200 (1201). თამარ ჭალაგანიძე – 3;

0.121626