ფეხბურთი

4:17 | 20.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

დე ბრუინმა უსამართლობა არ დაუშვა

“ვოლფსბურგმა” თამაშით დაჩაგრა “შალკე”, მაგრამ ეს არავის გაჰკვირვებია. როგორც წესი, რობერტო დი მატეო გამოკვეთილად დაცვით ფეხბურთს ათამაშებს “ხუმარებს” და ზოგჯერ ყრუ დაცვასაც მიმართავს. 1:1 – ასე დასრულდა მატჩი, რომელშიც “მგლებს” დიდი უპირატესობა ჰქონდათ, თუმცა მდევრის როლში მოუწიათ ყოფნა.

მეორე ტაიმის დასაწყისში “შალკეს’ ახალგაზრდა ტალანტმა ლეროი სანემ თავისი ნახევრიდან წაიღო ბურთი, საჯარიმოში შესულმა ბრძოლაში შეინარჩუნა და კარგადაც დაარტყა – 0:1.

“მგლები” მანამდეც ბევრს უტევდნენ, გოლის გაშვების მერე კი მეტოქის საჯარიმოს აღარ მოსცილებიან და ბელგიელმა კევინ დე ბრუინმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მაღალი დონის ფეხბურთელია: 20 მეტრიდან ჩახვეული დარტყმით გაათანაბრა. დარჩენილ დროში არნოლდსა და დოსტს არ გაუმართლათ, საბოლოოდ კი 1:1. “ვოლფსბურგი” მეორე ადგილზე მყარად დგას, “შალკეს” მაქსიმუმი კი მეხუთე ადგილია.

ჩრდილოურ დერბიში “ვერდერმა” 1:0 სძლია “ჰამბურგს” და ბუნდესლიგის ისტორიაში საიუბილეო, მე-500 მატჩი მოიგო. გოლი ბოლო წუთებში გავიდა, არგენტინელმა დი სანტომ პენალტიდან ზუსტად დაარტყა. “ჰამბურგი” პროტესტს გამოთქვამდა ამ პენალტის დანიშვნის გამო, რადგან მათი აზრით, ბეჰრამის წესები არ დაურღვევია იუნუზოვიჩის წინააღმდეგ. ცოტა საეჭვო ეპიზოდი იყო. ასეა თუ ისე, შტარკმა მხოლოდ პენალტი კი არ დანიშნა, ბეჰრამი გააძევა კიდეც.

“ვერდერი” მეშვიდე ადგილზეა, ხოლო “ჰამბურგი” გავარდნის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია – ბოლო პოზიციაზეა.

ვერდერი-ჰამბურგი 1:0 (0:0)

ვერდერი: კასტელსი, ფრიტცი, გალვესი, პრიოდლი, ვესტერგორდი (ლუკიმია 23), ბარგფრედე, იუნუზოვიჩი (ფელიქს კროოსი 88), გაბრე სელასი, ილდირიმი (ოზთუნალი 60), დი სანტო, ზელკე

მწვრთნელი: ვიქტორ სკრიპნიკი

ჰამბურგი: ადლერი, ოსტრჟოლეკი, რაიკოვიჩი, რაისი, ვესტერმანი, ბეჰრამი, ჰოლტბი, შტიბერი (ნიკო მიულერი 70), ვან დერ ვაარტი (რუდნევსი 86), ლასოგა, ოლიჩი

მწვრთნელი: ბრუნო ლაბადია

გოლი: 1:0 დი სანტო (84 პენ)

გაფრთხილება: ვესტერმანი (36), ნიკო მიულერი (84), ჰოლტბი (90+2), ოზთუნალი (90+2)

გაძევება: ბეჰრამი (84)

მსაჯი: შტარკი

ბურთის ფლობა: 53-47, დარტყმა: 11 (5)-8 (2), კუთხური: 3-0, თამაშგარე: 4-4, სეივი: 2-4, ჯარიმა: 12-18

ვოლფსბურგი-შალკე 1:1 (0:0)

ვოლფსბურგი: ბენალიო, ტიმ კლოზე, ნალდო, ტრაში (კალიჯური 63), როდრიგესი, არნოლდი (გულავოგი 86), ვიერინია, ლუის გუსტავო, დე ბრუინი, შიურლე (დოსტი 81), პერიშიჩი

მწვრთნელი: დიტერ ჰეკინგი

შალკე: ფერმანი, აოგო, ფრიდრიხი, ჰიოვედესი, კოლაშინაცი (ბარნეტა 77), მატიპი, ფარფანი, მაქს მაიერი (დრაქსლერი 84), ნოიშტადტერი, ლეროი სანე (გორეცკა 73), ჰუნტელაარი

მწვრთნელი: რობერტო დი მატეო

გოლები: 0:1 ლეროი სანე (53), 1:1 დე ბრუინი (76)

გაფრთხილება: კოლაშინაცი (33), ბენალიო (53), აოგო (66), პერიშიჩი (77)

მსაჯი: დინგერტი

ბურთის ფლობა: 53-47, დარტყმა: 26 (9)-7 (2), კუთხური: 7-1, თამაშგარე: 1-1, სეივი: 1-8, ჯარიმა: 17-19

თეგებიბუნდესლიგა
0.118383