ფეხბურთი

2:05 | 20.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

"გურიამ" ლორია დაითხოვა

საფეხბურთო კლუბ ლანჩხუთის "გურიას" მთავარი მწვრთნელი თემურ ლორია და გუნდის სამწვრთნელო შტაბი სამსახურიდან გათავისუფლებულია. 24 ტურის შემდეგ "გურია" სატურნირო ცხრილში 32 ქულით მე-9 ადგილზეა, რაც ევროტურნირებზე თამაშს გამორიცხავს. გავრცელებული ინფორმაციით მწვრთნელთა შტაბის დათხოვნის მიზეზად ევროტურნირებზე ვერგასვლა დასახელდა. "გურიას" ხელმძღვანელობა უახლოეს საათებში დაასახელებს ახალ მწვრთნელს.

თემურ ლორია "გურიას" 2012-2013 წლების სეზონში ხელმძღვანელობდა. "გურიას" 2014 წლის აგვისტოში დაუბრუნდა, თუმცა სეზონის ბოლომდე კლუბში დარჩენა არ დასცალდა.

0.124895