მსოფლიო რეიტინგსიის ლიდერი ნოვაკ ჯოკოვიჩი პირველი ჩოგბურთელი გახდა, რომელმაც სეზონის საწყისი 3 “მასტერზ1000” მოიგო. მონტე კარლოს შეჯიბრების ფინალში სერბმა ტომაშ ბერდიხს 7:5, 4:6, 6:3 სძლია, წლის დასაწყისში კი ინდიან უელსსა და მაიამიში იმარჯვა. ამასთან, “ნოლემ” ზედიზედ მეოთხე და კარიერის განმავლობაში 23-ე “მასტერზ1000” მოიგო.
ჯოკოვიჩისა და ბერდიხის ფინალი 2 საათსა და 42 წუთს გაგრძელდა. ბალკანელის ანგარიშზე 5 ბრეიკი და 2 ეისია. ნოვაკისა და ტომაშის პირადი შეხვედრების ანგარიში 19:2 გახდა.
Monte-Carlo Rolex Masters-ის მთავარი პრიზის მოპოვებასთან ერთად ჯოკოვიჩმა 1000 სარეიტინგო ქულა და 628100 ევრო დაიმსახურა. შეგახსენებთ, “ნოლემ” მეორედ იმარჯვა მონტე კარლოში.