ჩინეთის ქალაქ ჩენდუში, ქალ მოჭადრაკეთა გუნდური ჩემპიონატის პირველ ტურში საქართველო რუსეთს დაუპირისპირდა და ფრედ, 2-2 ითამაშა.
ქართველი მოჭადრაკეები საჭადრაკო დაფებს შემდეგი თანმიმდევრობით მიუსხდნენ: I – ბელა ხოტენაშვილი; II – ლელა ჯავახიშვილი; III – მერი არაბიძე; IV – ნინო ბაციაშვილი. რაც შეეხება სალომე მელიას, ამ ტურში მას მთავარმა მწვრთნელმა ელიზბარ უბილავამ დასვენების საშუალება მისცა.
ხოტენაშვილმა მოუგო გუნინას, ბაციაშვილი კი გორიაჩკინასთან დამარცხდა, არაბიძე დაუზავდა მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონ პოგონინას ხოლო ჯავახიშვილი - ექს-ჩემპიონ კოსტენიუკს. მატჩის საბოლოო ანგარიშია 2-2. ამ დღეს სენსაციის გარეშე არ ჩაუვლია პოლონეთმა უკრაინა დიდი ანგარიშით 3,5-0,5 დაამარცხა, ხოლო ყაზახეთმა 2,5-1,5 ინდოეთის გუნდს მოუგო.
მეორე ტურში ეგვიპტის ნაკრებს ვეთამაშებით.
გთავაზობთ პირველი ტურის ტექნიკურ შედეგებს.
საქართველო – რუსეთი 2-2
ბელა ხოტენაშვილი-ვალენტინა გუნინა - 1:0.
ალექსანდრა კოსტენიუკი-ლელა ჯავახიშვილი - 0,5:0,5
მერი არაბიძე-ნატალია პოგონინა - 0,5:0,5
ალექსანდრა გორიაჩკინა-ნინო ბაციაშვილი 1:0.
სომხეთი – ჩინეთი 1-3
უკრაინა – პოლონეთი 0,5-3,5
ყაზახეთი – ინდოეთი 2,5-1,5
აშშ – ეგვიპტე 3-1
მეორე ტურის შეხვედრათა განრიგი. 20 აპრილი
ეგვიპტე –საქართველო
ინდოეთი – ჩინეთი
რუსეთი – სომხეთი
პოლონეთი – აშშ
ყაზახეთი – უკრაინა