ფეხბურთი

16:39 | 19.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

 “მანჩესტერი” ბენტეკეში 34 მილიონს იხდის

Daily Star-ის ცნობით, “მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარ მწვრთნელს, ლუი ვან გაალს “ასტონ ვილას” შემტევის, კრისტიან ბენტეკეს თავის გუნდში ხილვა სურს. წყაროს ცნობით, “წითელი ეშმაკუნები” მზად არიან ბენტეკეში 34 მილიონი ევრო გადაიხადონ. ტრანსფერი ზაფხულში იგეგმება.

მიმდინარე სეზონში ბენტეკემ “ასტონ ვილას” მაისურით 27 მატჩი ჩაატარა, 11 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა. 24 წლის ბენტეკე ბელგიის ეროვნული ნაკრების წევრია, სადაც 21 მატჩში 7 გოლი აქვს გატანილი.

0.11224