ფეხბურთი

14:12 | 19.04.2015 | ნანახია [] - ჯერ

ბეილმა და მოდრიჩმა შესაძლოა ლიგაზე ვერ ითამაშონ

მადრიდის “რეალის” ფეხბურთელებმა, გარეთ ბეილმა და ლუკა მოდრიჩმა “მალაგას” წინააღმდეგ პრიმერადივიზიონის 32-ე ტურის მატჩში (3:1) ტრავმები მიიღეს და დიდი ალბათობით, მადრიდის “ატელტიკოს” წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგის საპასუხო თამაშს გამოტოვებენ.

ჯერჯერობით საბოლოო სამედიცინო დასკვნა არ არსებობს. უელსელს კუნთის ტრავმა აწუხებს, ხოლო მოდრიჩს – მუხლის. ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის საპასუხო მატჩს სამეფო გუნდი თანაქალაქელ “ატლეტიკოსთან” 22 მარტს გამართავს “სანტიაგო ბერნაბეუზე”.

0.139803